საუკეთესო ხელმისაწვდომი სპორტული სედანები 2025 წლისთვის
სპორტული ავტომობილის ყოლა ყველა ენთუზიასტის ოცნებაა. თუმცა ხშირად, სპორტული ავტომობილები ძვირი სიამოვნებაცაა და ოცნებაც რთულად ასახდენი ხდება. მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რადგან 2025 წელსაც, ბაზარზე გვხდება მოდელები, რომელთა შეძენაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, $30 000-მდეც კია შესაძლებელი.
ამ რეიტინგში შევხვდებით რამდენიმე სპორტულ სედანს და ჰეჩბეკსაც კი - ძირითადად, $50 000-მდე ღირებულებიც, ზოგსაც, როგორც აღვნიშნეთ, უფრო იაფად. ჩამოთვლილი მოდელებიდან ნაწილი ენთუზიასტთა საყვარელ კომპანიებს - მათ შორის, Honda-ს, Mazda-სა და Toyota-ს ეკუთვნით.
Mazda MX-5 Miata
ფასი: $30 515
ხელმისაწვდომი სპორტული ავტომობილების კატეგორიაში, Miata, ყოველთვის კარგი არჩევანია. ფასი $30 515-დან იწყება, ამ ღირებულებაში კი 2-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავის მიღებაა შესაძლებელი, რომელიც 181 ცხენის ძალას და 205 ნიუტონ მეტრი მაბრუნი მომენტის მიღებაა შესაძლებელი. არ უნდა დავივიწყოთ Miata-ს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფიც, რომელიც ენთუზიასტებისთვის მართვის დამატებით სიამოვნებას უზრუნველყოფს.
Toyota GR86
ფასი: $31 135
ხელმისაწვდომი სპორტული ავტომობილების კატეგორიაში, მეორე ადგილზე, უკანა ამძრავი Toyota GR86-ია. მას მოჰყვება 2.4-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა, 228 ცხენის ძალითა და 250 ნ.მ-ით. არც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უნდა დავივიწყოთ და მისი ავტომატიკური ვერსიაც.
Honda Civic Si
ფასი: $31 400
Honda Civic Si წლებია პოპულარულ სპორტულ სედანად რჩება მათთვის, ვისაც მართვის სიამოვნებისა და მრავალფუნქციურობის მიღება, შეღავათიანად ფასად უნდათ. ღირებულებაც შესაბამისია - $31 000-დან იწყება. მოდელი 1.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, 200 ცხენის ძალას და 260 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. სხვა სპორტულ, ოთხკარიან მოდელებთან შედარებით, Civic Si-ის შედარებით დაბალი სიმძლავრე აქვს, თუმცა ეზღუდული მოცურების დიფერენციალი გააჩნია. ამას ემატება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მორგებადი მართვის რეჟიმი და 18-სიჩქარიანი ბორბლები.
Volkswagen GTI
ფასი: $33 190
საკულტო Volkswagen GTI ჯერ კიდევ ცოცხალია. ცხელი ჰეჩბეკის ფასი $33 190-დან იწყება და 2-ლიტრიანი ტურბო ძრავაც მოჰყვება, რომელიც 241 ცხენის ძალას და 370 ნ.მ-ს გამოიმუშავებს. სტანდარტული ვერსია 7-სიჩქარიანი ავტომატიკაა, მას შემდეგ რაც VW-მა მექანიკის წარმოება შეწყვიტა და სიმძლავრეს მხოლოდ წინა ბორბლებზე ანაწილებს.
Subaru BRZ
ფასი: $33 380
Subaru BRZ და Toyota GR86 არსებითად იდენტურია. ორივე კუპე ერთი და იგივე პლატფორმას იზიარებს და 2.4-ლიტრიანი, "ბოქსერ" ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 228 ცხენის ძალას და 250 ნიუტონ მეტს გამოიმუშავებს. რაც შეეხება Subaru BRZ tS-ს ის შედარებით ძვირია, ტრასაზე ფოკუსირებული STI დაკიდების სისტემით, Brembo-ს მუხრუჭებითა და ტყავისა და ზამშის კომბინირებული სალონით. ამ ვერსიის ფასი 2025 წელს, $37 000-დან იწყება.
Ford Mustang EcoBoost Fastback
ფასი: $33 515
Ford Mustang-ი კუნთოვანი ავტომობილის სიმბოლოა და კვლავ, ხელმისაწვდომ სპორტულ მოდელად რჩება. ეს არის ტურბო 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა, რომელიც 315 ცხენის ძალას და 470 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება Mazda-სა და Toyota-ს სპორტული ავტომობილების შეთავაზებებს. ამას ემატება 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და უკანა ამძრავი სისტემა.
Subaru WRX
ფასი: $33 855
Subaru WRX ოდნავ უფრო ძვირია ვიდრე Civic Si, თუმცა ბევრად მაღალი სიმძლავრეც გააჩნია. WRX-ი სტანდარტული ტურბოდაბერვის 2.4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 370 ნიუტონ მეტრამდეა. ამას ემატება 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და სურვილის შემთხვევაში CVT-იც. WRX tS-ის ვერსია კი, Brembo-ს განახლებულს მუხრუჭებს, დაკიდების სისტემასა და საჭის რეგულირების სისტემას აერთიანებს.
Volkswagen Jetta GLI
ფასი: $33 940
ეს მოდელი GTI-ის ცხელი შეჩბეკის ალტერნატივაა. მოდელი 2-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 228 ცხენის ძალას და 350 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Jetta GLI 6-სიჩქარიანი მექანიკიკაა, თუმცა ეს მოდელი 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც ხელმისაწვდომია. 2025 წელს GLI-ის გაანხლებული ვერსიაც ვიხილეთ, რომელიც მოიცავს ექსტერიერის ფეისლიფტს და შიდა ცვლილებებს.
Acura Integra
ფასი: $34 195
Integra ბევრი მძღოლისთვის Civic-ზე მიმზიდველია, თუმცა ძირითადად მსგავსია. ეს მოდელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და იგივე ძრავა აქვს. თუმცა მსურველებს Integra-ს მექანიკური ვერსიის შეძენა მხოლოდ A-Spec-ისა და Type S-ის მოდელებისთვის შეუძლიათ.
Mini Cooper S
ფასი: $34 375
ახალი Mini Cooper S არ არის ყველაზე მაგარი ჰეჩბეკი მსოფლიოში. 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, მცირე ზომის ჰეჩბეკი მხოლოდ 201 ცხენის ძალას და 300 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Mini-ის ენთუზიასტთა საყვარელ მოდელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა მისი მართვის დინამიკა ამ მოდელს ერთ-ერთ სასურველ ვარიანტად აქცევს.