Tesla-ს შეცდომა თუ წინასწარ განზრახული დანაშაული?
ელექტრომობილები ხშირად გადიან არასამართლიან შემოწმებას მაშინ, როდესაც ხანძრის შედეგად უბედური შემთხვევები ფიქსირდება. ამის მიზეზი კი რამდენიმე ყველაზე გახმაურებული შემთხვევაა.
მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების თანახმად, ელექტრომობილები რეალურად უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი სპონტანური წვისკენ, ვიდრე ტრადიციული, ბენზინზე მომუშავე მოდელები, მათ მიმართ უნდობლობის ხარისხი მაინც საკმაოდ მაღალია.
გამომდინარე აქედან, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ქალაქში, გამოძიება არა ელექტრომობილის დეფექტის, არამედ ცეცხლის განზრახ წაკიდების ბრალდებითაა დაწყებული. შემთხვევა Model X-ის დაწვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც Tesla-ს სადილეროს გარეთ მოხდა.
ხანძრის შესახებ შეტყობინება განყოფილებაში 20 იანვარს, დილის საათებში შევიდა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო და სახანძრო დეპარტამენტმა ცეცხლმოკიდებული Model X-ის ჩაქრობა და მისი სრული განადგურებისგან გადარჩენა ვერ მოახერხა.
გაურკვეველია თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ელექტრომობილი, რომლის უკანა ნაწილი დნება და მინა ჩამსხვრეულია. არ ვიცით, გაუჩნდა თუ არა ცეცხლი ავტომობილის ბატარეის განყოფილებას.
პოლიციის ვარაუდით, ხანძარი განზრახაა გამოწვეული, რადგან სადილეროს უკანა მინაც ჩამსხვრეულია. დიდი შანსია, რომ სადილეროს სათვალთვალო კამერებს ინციდენტი დაეფიქსირებინათ, რა გამომძიებლებს საქმის გახსნას გაუმარტივებთ.
თუმცა არც Tesla-ს დადანაშაულება არაა იშვიათი შემთხვევა, რადგან ბოლო პერიოდში, ამერიკული კომპანიის ელექტრომობილების აფეთქებისა და მათთვის ცეცხლის გაჩენის ფაქტებიც მატულობს. ზოგიერთი ინციდენტი ფატალურადაც დასრულდა. რაიმე კონკრეტული განცხადება კი ამ თემასთან დაკავშირებით არც კომპანიას და არც მის მფლობელს არ გაუკეთებია.