კანონები
Aa
Aa

ნიუ-ჯერსიში ავტომობილის „გახურება“ აკრძალულია?

ზამთარი ბევრს არ უყვარს და როგორც ჩანს, ნიუ-ჯერსიში ამის კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა აქ თქვენ საკუთარ ავტომობილს ფლობთ თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გიწევთ გადაადგილება, ფაქტი ერთია - წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ორივე შემთხვევაში „გაიყინებით“.

წარმოიდგინეთ, რომ მსგავს ყინვაში გარეთ გამოდიხართ და ცივ ავტომობილში სხდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს შტატში ავტომობილის „გახურება“ აკრძალულია. რადგან არ აქვს მნიშვნელობა თქვენ რამდენად თბილად გაცვიათ, შედეგი მაინც ერთია, ავტომობილში ძალიან ცივა და შეიძლება ის, დანიშნულების მისვლამდეც კი არ გათბეს.

იმისათვის, რომ თქვენ ავტომობილის გათბობა შეძლოთ, აუცილებლად მასში უნდა ისხდეთ. ეს ნამდვილად გიჟურად ჟღერდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომატური დაქოქვის ღილაკებიც კი არსებობს, მაგრამ ეს ასეა. სულ რაღაც სამი წუთი საკმაოდ სოლიდურ ჯარიმად შეიძლება დაგიჯდეთ.

კანონის დარღვევის პირველი შემთხვევისთვის დამნაშავე $250-ით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი, სასჯელის ზომა ბევრად მაღალია და $1 000-საც კი აღწევს.

 

მსგავსი სიახლეები