შევროლეტი, შევროლეტ სილვერადო
Aa
Aa

101 წლის ვეტერანმა მართვის მოწმობა განაახლა და ძალები გამოსცადა

ტეხასში, 85 წლის ასაკს ზემოთ, ყველა მძღოლი ვალდებულია მართვის მოწმობა წელიწადში ორჯერ განაახლოს. ეს წესი აზრს მოკლებული ნამდვილად არაა და გზებზეც, უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვას უზრუნველყოფს. ბედის ირონიით, დევისი მისი ოჯახის ყველაზე უხუცესი წევრიც კი არაა, რომელმაც მართვის მოწმობა განაახლა. იგივე გააკეთა დევისის 103 წლის ძმამაც. 

ტომას დევისი მეორე მსოფლიო ომისა და კორეის ომის ვეტერანია. ამჯერად 101 წლისაა და მართვის მოწმობის განახლება გადაწყვიტა - მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ავტომობილის ძველებურად მართვა კვლავ შეუძლია. "მე შევავსე ფორმა, მათ აიღეს ბარათი და მკითხეს მისი წაკითხვა შემეძლო თუ არა. წავიკითხე, ასე რომ ესეც შევძელი".

ბარათების ამოკითხვის მიზანია, გამომცდელი დარწმუნდეს, შეუძლია თუ არა ტრასებზე ასაკოვან მძღოლს საგზაო ნიშნების დანახვა და ამოკითხვა. თუმცა რეალურ სიტუაციაში გამოცდა ბევრად უფრო რთული და საფრთხილოა. საბედნიეროდ დევისმა ყველა სირთულე გადალახა და თავისი Chevy Silverado-თი გზებზეც დაბრუნდა. "შევი ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო", განაცხადა დევისმა და ისიც აღიარა, რომ ახლა ავტომობილს მხოლოდ ხეების გადასაზიდად თუ იყენებს.

ლოგიკურია, რომ არსებობს გარკვეული შეშფოთებები, რომლებიც ხანში შესული პირების მიერ ავტომობილის მართვას უკავშირდება. გერმანიაშიც კი, ქვეყანაში, რომლის საგზაო წესები უნდა იყოს ოქროს სტანდარტი ყველა ქვეყნისთვის, არის დებატები იმის შესახებ, საჭიროა თუ არა უნარების გამოცდა ხანდაზმული მძღოლებისთვის - მართვის მოწმობის გასაახლებლად.

თუმცა ბევრი ახალგაზრდა მძღოლისგან განსხვავებითაც კი, დევისი საკუთარ შესაძლებლობებს ტრასაზე ობიექტურად აფასებს, რის გამოც ავტომობილით მხოლოდ მცირე დისტანციაზე და შეზღუდული სიჩქარით გადაადგილდება.

 

მსგავსი სიახლეები