მაკლარენი, მაკლარენ სენა
Aa
Aa

ეს დამტვრეული McLaren Senna მაინც ახალ 750S-ზე მეტი ღირს

საკულტო მოდელის, McLaren Senna-ს მხოლოდ 500 ერთეული შეიქმნა, მათი რაოდენობა კი, დღეისთვის, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს კონკრეტული ვერსია განადგურებული ნამდვილად არაა, თუმცა მნიშვნელოვნად დამტვრეულია და მაინც, აუქციონზე იმაზე ძვირად იყიდება ვიდრე ახალი 750S-ი.

მძღოლის მხარეს Senna ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. კარბონის კორპუსი, ვერცხლისფერ და წითელ ფერებში, რომელიც ავტომობილზე ამჟამადაც შერჩენილია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ავარიამდე გადაღებულ ფოტოებზე Senna ბევრად კარგად გამოიყურება. ახლა კი ავტომობილს გარკვეული ნაწილები დაკარგულიც კი აქვს - მათ შორის ძარას ნაწილი, მაშუქები და ა.შ.

ავტომობილის დაზიანების შესახებ აუქციონის აღწერაში ინფორმაცია არაა მითითებული. უკანა ფრთაზე, მგზავრის მხარეს რამდენიმე სტიკერიც მოჩანს. ეს იმ დეებისაა, როდესაც Senna ტრეკზე მონაწილეობდა, თუმცა შანსია, ის აუქციონის შემდეგაც იყოს დამატებული. ძარის ნაწილიც შესაძლებელია ტრეკის ღონისძიებისას დაზიანებულიყო, ან ჩვეულებრივ ავტომობილთან, მათ შორის Altima-სთან შეჯახებით.

ეს რომ 2008 წლის Honda Civic-ის დაზიანება იყოს, მისი ზარალის შეფასებაც საკმაოდ მარტივი იქნებოდა - უბრალოდ რამდენიმე ძირითადი ნაწილის შეცვლით საქმე მარტივად მოგვარდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი Senna-ზე გვაქვს, ერთ-ერთ უიშვიათეს მოდელზე, რომლის მცირე დეტალის ფასიც კი, შესაძლოა Civic-ის მთლიანი ღირებულება იყოს. თანაც ეს მხოლოდ ძარისა და მაშუქების დაზიანება არაა. სურათებზე ჩანს, რომ სხვა ნაწილებთან ერთად, ავტომობილის სპოილერი და კაპოტიც დაბზარულია.


კარგ მხარეებზეც უნდა ვისაუბროთ: მოდელის ორტონიანი ინტერიერი კარგ მდგომარეობაშია, Copart-ის თანახმად, მუშაობს მისი 4-ლიტრიანი V8 ძრავაც, რომელიც 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უნდა ითქვას ისიც რომ უკანასკნელი Senna, რომელიც Copart-ზე ვიხილეთ, ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო.

აუქციონი $432 000-დან იწყება, მის დასრულებამდე კი 6 დღეა დარჩენილი. Copart-ი მოდელს $1.6 მილიონად აფასებს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მის არსებულ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ. ცნობისთვის, მსგავსი Senna, დაბალი გარბენით 2019 წელს დაახლოებით $1.6 მილიონად გაიყიდა.

 

მსგავსი სიახლეები