Fia „ფორმულა 1“-ის პილოტებს უხეშობისთვის დააჯარიმებს
არასწორი მიდგომაა, თუმცა ფაქტია, რომ „უხეშობა“ Formula 1-ის ჩემპიონატის სანახაობრივ მხარედ გადაიქცა. ეს ხდება, როგორც ტრასაზე, ასევე ტრასებს გარეთაც, თუნდაც ინტერვიუების მსვლელობისას. თუმცა ახლა, Federation Internationale de l'Automobile, შემოკლებით FIA, პილოტებს მიმართვებსა და ქმედებებსაც „გაუკონტროლებს“ და შესაბამის ჯარიმებსაც დააწესებს.
FIA გეგმავს შეზღუდვები დააწესოს სიტყვებზე, რომლებსაც ის ჩემპიონატისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს და შესაბამისი „სასჯელებიც“ შემოიღოს, მათ შორისაა: მაღალი ჯარიმები, ერთთვიანი დისკვალიფიკაცია, სეზონზე ქულების დაკლების საფრთხე და ა.შ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი ორგანოს 2025 წლის სპორტულმა კოდექსმა შემოიღო ახალი ჩარჩო „ნებისმიერი სახის ენის დასარეგულირებლად“, რომელიც FIA-ს მიერ მიჩნეული იქნება, როგორც „შეურაცხმყოფელი“, „უხეში“, ან ჩაითვლება, რომ ამით მორალური ზიანი მიადგა მეორე მხარეს.
სტანდარტული ჯარიმის ოდენობა 10 000 ევროდ განისაზღვრა. მაგრამ, რადგან F1 უმაღლესი დონის სარბოლო კატეგორიაა, ყველაფერი მრავლდება ოთხზე, რაც ნიშნავს, რომ F1-ის პილოტები 40 000 ევრომდე ჯარიმას მიიღებენ, და ეს მხოლოდ მათი პირველი დანაშაულისთვის.
FIA-ს გაწერილი რეგულაციების მეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 80 000 ევრომდე გაიზრდება და შესაძლოა პილოტს, ერთი თვით, ბოლიდის მართვაც აეკრძალოს. „კანონმდებლობის“ მესამედ დარღვევისას, ჯარიმა 120 000 ევრომდე იზრდება და ის, მართვის 1-თვიან შეზღუდვასთან ერთად ჩემპიონატში ქულების დაკარგვასაც ითვალისწინებს. რა მოხდება ამის შემდეგ, უცნობია ....