რატომ ამბობს Lamborghini უარს, კლასიკური მოდელების წარმოების გაგრძელებაზე?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მრავალი ბრენდი ვნახეთ, რომელთაც თავიანთი საკულტო კლასიკური მოდელების "გამაგრძელებელი" ვერსიები ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ Jaguar-ი, Aston Martin-ი და Bentley-იც კი, რომელთაც ისეთი საკულტო მოდელებიც კი აღადგინეს, როგორებიც მაგალითად Bentley Speed Six-ი და Jaguar C-Type არიან. თუმცა, კონკურენტებისგან განსხვავებით, იმავეს გაკეთებას სულაც არ გეგმავს Lamborghini და ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზებიც აქვს.
Lamborghini Polo Storico-ს მომსახურების ხელმძღვანელის ჯულიანო კასატაროს განცხადებით, საკულტო მოდელების ხელახლა შექმნა "ისტორიის გადაწერას" ჰგავს. და ეს არის, რისი გაკეთებაც იტალიურ ბრენდს მხოლოდ შემოსავლის მისაღებად არ სურს: “ჩვენ არ გვსურს ისტორია შევცვალოთ. ახალი მოდელები, Revuelto, Huracán-ი, Urus-ი მომავლის მემკვიდრეობაა. თუმცა ჩვენი არსებული მემკვიდრეობა არის ზუსტად ის, რაც არის. Aventador Miura Homage-ი არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც საკულტო მოდელებისთვის პატივის მისაგებად შეგვიძლია".
Lamborghini თავის უნიკალურ ხელწერას ყველა მომდევნო თაობის მოდელში ინარჩუნებს. ეს მოიცავს ავტომობილის სპეციფიკას, მისი ფერით დაწყებული, ინტერიერის მცირე ნიუანსებით დასრულებული. არსებული მანქანის შეცვლა ამ წესრიგს დაარღვევს და Lamborghini-ს სურს თავისი მანქანები ზუსტად ისე შეინახოს, როგორიც ქარხნის დატოვების დროს იყო.
"ჩვენთვის მხოლოდ ერთი Countach-ი არსებობს. მისი სხვადასხვა ვერსიებიც არსებობდა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება ავტომობილში რაიმე შევცვალოთ. ეს მოდელი იმ წელს დაიბადა, იმ ფერით, კონფიგურაციითა და ინტერიერით რასაც ხედავთ და ეს ასეც უნდა დარჩეს". ყველაზე მიახლოებული, რაც Lamborghini-ის ამ მიმართულებით გაუკეთებია ერთადერთი Countach LP500-ის შექმნა იყო - პროტოტიპი ავტომობილისთვის, რომელიც ავარიების ტესტირებისას განადგურდა.
პროტოტიპის შექმნას 25 000 საათი დასჭირდა და ავტომწარმოებლის თქმით ეს მხოლოდ პროექტია და არა ამ მოდელის გაგრძელება: "ჩვენ ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელსა და კოლექციონერს სურდა ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო და ჩვენ, საბოლოოდ, მისი ოცნება რეალობად ვაქციეთ. საბოლოოდ, 25 000 საათის მუშაობის შემდეგ, პროექტის ბოლომდე მიყვანა მოვახერხეთ".