ილონ მასკი, ტესლა, ტესლა როდსტერი, სფეის იქსი
Aa
Aa

ასტეროიდი ეგონათ, Tesla ყოფილა

Tesla Roadster-ის კოსმოსში გაშვების ფაქტი ალბათ ყველას გემახსოვრებათ. 2018 წელს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, SpaceX-ის Falcon Heavy კოსმოსური რაკეტით კოსმოსში თავისი ელექტრომობილი „გაამგზავრა“. თუმცა მთავარი სიახლე ახლა იწყება:

მიმდინარე თვის დასაწყისში, კემბრიჯში, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრში დაარსებულმა „მცირე ზომის პლანეტების ცენტრმა“ ახალი ობიექტის აღმოჩენის შესახებ განცხადება გააკეთა. ობიექტი პირველად თურქეთში, მოყვარულმა ასტრონომმა აღმოაჩინა და მის გამოცდილ კოლეგებს წარუდგინა.

ახლადაღმოჩენილ ობიექტს 2018 CN41 დაარქვეს და კლასიფიცირდა, როგორც დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტად (NEO), გამომდინარე იქიდან, რომ ის ჩვენი პლანეტიდან 240 000 კილომეტრით იყო დაშორებული. რაც ნიშნავს, რომ ობიექტი დედამიწიდან მთვარეზე უფრო ახლოს მოძრაობდა.


როგორც წესი, ობიექტები, რომლებიც NEO-დ არიან კლასიფიცირებულნი, უფრო ინტენსიური დაკვირვებების ობიექტები ხდებიან. მათი სიახლოვიდან გამომდინარე, ერთ დღეს, დედამიწასთან შეჯახების საფრთხე უფრო მაღალია. თუმცა სიახლის გამოცხადებიდან ზუსტად 17 საათში, ცენტრმა 2018 CN41 ჩანაწერებიდან წაშალა.

საქმე იმაშია, რომ ასტრონომების აღმოჩენილი ახალი ასტეროიდი 2018 წელს კოსმოსში გაშვებული Tesla Roadster-ი აღმოჩნდა. ასტრონომებმა თავიანთი შეცდომა აღიარეს, თუმცა თავის გასამართლებლად კომენტარიც გამოაქვეყნეს.

ასტრონავტები კოსმოსში უკონტროლო ობიექტების გაშვების მზარდი რაოდენობის რისკებზე ალაპარაკდნენ. ასტროფიზიკოსმა ჯონათან მაკდაუელმა ჟურნალ Astronomy-ს განუცხადა: „ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თქვენ ხარჯავთ მილიარდებს ასტეროიდის შესასწავლად  კოსმოსური ზონდის გაშვებაზე და მხოლოდ შემდეგ ხვდებით, რომ ეს ასტეროიდი არ არის“.

მსგავსი სიახლეები