ელექტრომობილები, ალფა რომეო, სტელანტისი, შიგა წვის ძრავა
Aa
Aa

Alfa Romeo გეგმებს ცვლის: ტრადიციული ძრავები რჩება

დომინოს პრინციპის მსგავსად, ავტომწარმოებელთა ელექტრომობილების გეგმები ერთმანეთის მიყოლებით „ეცემა“. Alfa Romeo ბოლოა უმსხვილეს კომპანიათა შორის, რომელმაც თავის ელექტრომობილების გეგმებზე გარკვეულწილად უარი თქვა და წარმოებაში ბენზინზე მომუშავე ძრავების დატოვებასაც გეგმავს.

იტალიური ბრენდი, Stellantis-ის იმპერიის ნაწილია, და 2027 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში სრულად ელექტრომობილების მიწოდებაზე გადასვლას აპირებდა. თუმცა, მისი კონკურენტების მსგავსად, გეგმების შეცვლა მოუწია. ახალი მიზანი „მრავალენერგეტიკულ“ სტრატეგიასთან ადაპტირებაა, რომელიც წარმოებაში, როგორც ბენზინზე მომუშავე, ასევე ელექტრო და plug-in ჰიბრიდების დატოვებას ითვალისწინებს.

Automotive News-ი Alfa Romeo-ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ხელმძღვანელის, კრის ფეუელის განცხადებას აქვეყნებს. ფაუელის თქმით, აიძულო დილერებს, რამდენიმე წლის შემდეგ, მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოონ, ძალიან შემზღუდველია. „მხოლოდ აშშ-ის ქსელში ჩვენ 100-ზე მეტი დილერი გვყავს. მათთვის, მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილების პორტფელით, გადარჩენა ძალიან რთული იქნებოდა. კომპანიას ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს, მათ შორის გაყიდვების 19%-იანი ვარდნა“.

აღსანიშნავია, რომ როდესაც Alfa Romeo-მ ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ EV-ზე გადასვლა თავდაპირველად გამოაცხადა, კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ იმავეს ევროპასა და ჩინეთშიც გააკეთებდა. ამჟამად გაურკვეველია, იმოქმედებს თუ არა 2027 წლის მიზანი ამ რეგიონებშიც.

ტრადიციული ძრავების შენარჩუნების შესაძლებლობაზე საუბრობდა კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორიც. მისივე თქმით, Alfa-ს, ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ, აქვს შესაძლებლობა Giulia-სა და Stelvio-ს შემცვლელების ICE ვერსიები გამოუშვას და ამით, მომხმარებელთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

Stellantis-ის სხვა ბრენდების მსგავსად, ინვენტართან დაკავშირებული პრობლემები Alfa Romeo-საც აქვს. აშშ-ში სადილერო ლოტებზე განთავსებული მანქანების დაახლოებით ნახევარი, 2024 მოდელის წლით თარიღდება. აქედან გამომდინარე, 2025 წლის პირველ კვარტალში, კომპანია ავტომობილებზე შეთავაზებების გაკეთებას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები