ტოიოტა ტაკომა, ტოიოტა, ტოიოტა 4-რანერი, ჯიპ ვრანგლერი, ფორდ ბრონკო
Aa
Aa

Toyota: 4Runner-ის მექანიკური ვერსია ტექნიკურად შესაძლებელია

უბრალოდ, მას არავინ ითხოვს.

Toyota Tacoma უკანასკნელი პიკაპია, რომელიც ამერიკის ბაზარზე მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოვა. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაც გასული წლის გაყიდვების მაჩვენებლებში საკმაოდ მარტივად ვიპოვით. ახალი 4Runner-ი კი, Tacoma-ს მსგავს ბაზაზე შეიქმნა, თუმცა ერთი განსხვავებით - მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი არ აქვს.

2023 წელს Tacoma-ს მექანიკური ვერსიების გაყიდვებმა, მოდელის მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 1.4% შეადგინა, ეს მაჩვენებელი კი, 2024 წლისთვის მცირედით, 2%-მდე გაიზარდა. ავტომწარმოებლის განცხადებით, მათ ტექნიკურად 4Runner-ს მექანიკური ვერსიების წარმოება შეუძლიათ, თუმცა ფაქტია, რომ Tacoma-ს მსგავსად, მისი ყიდვა არავის ენდომება.


მოდელთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, Toyota-ს წარმომადგენელმა 4Runner-ის ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი გაცხადებით, 4Runner-ის მექანიკური ვერსიის გაშვება ამჟამად გეგმებში არაა, თუმცა Toyota-მ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი წამოება, შესაძლებელია.

კარგი ამბავი ენთუზიასტებისთვის? - რთული სათქმელია, რადგან ერთი მხრივ ეს ორივე მოდელი მექანიკურად მსგავსია და თანაც, გაყიდვების მსგავსად დაბალი მაჩვენებლის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანიამ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე კიდევ ერთი SUV-ის დაბრუნებაზე იფიქროს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი მომხმარებელს Tacoma-ს მექანიკურ ვერსიებს კვლავ სთავაზობს, 2%-იანი გაყიდვები კომპანიისთვის არაფრის მომცემია. ამ შედეგებით, 2024 წელს მექანიკური Tacoma-ს მხოლოდ 3 850 ერთეული გაიყიდა.


იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბაზარზე მხოლოდ ორი SUV-ია წარმოდგენილი მექანიკური გადაცემათა კოლოფით - Ford Bronco და Jeep Wrangler-ი - რთული სათქმელია Toyota-ს გადაწყვეტილება მისთვის მოგებიანი იქნება, თუ პირიქით. Toyota-მ 4Runner-ის მექანიკური ვერსიები წარმოებიდან ჯერ კიდევ 2 000 წლიდან ამოიღო და შესაძლოა, ბევრს მისი დაბრუნების სურვილი ახლაც ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები