კონცეპტი, ელექტრომობილი, რეკორდი, ბეტმობილი, რენო, ალპინი
Aa
Aa

Renault-ის ახალი „ბეტმობილი“ რეკორდების დასამყარებლად

წყალბადზე მომუშავე V6-ძრავით აღჭურვილი Alpine-ის შემდეგ, ფრანგებმა კიდევ ერთი „ინოვაციური“ პროექტი წარგვიდგინეს. გლუვ Alpine-თან შედარებით, ბევრად ექსტრავაგანტური მოდელი Renault-ს ეკუთვნის და ახალი მსოფლიო რეკორდების დასამყარებლადაა შექმნილი.


ფრანგულმა ავტომწარმოებელმა მის ახალ „ბეტმობილს“ სახელიც მიზნის შესაბამისი შეურჩია და Filante Record 2025 უწოდა. Renault-ის ულტრაეფექტიან დემო ავტომობილი მხოლოდ ერთი მგზავრისთვისაა განკუთვნილი და 87 კვტ/სთ-ის ბატარეითაა აღჭურვილი. ავტომობილი 5 მეტრზე მეტის სიგრძისაა და დაახლოებით 1 000 კილოგრამს იწონის. სანტერესოა, რომ ავტომობილის წონის ნახევარზე მეტი მის ბატარეების კომპლექტზე მოდის.

ამ ავტომობილის დიზაინი ერთ შეხედვით ფუტურისტულია, თუმცა რეალურად, ინსპირაციის წყაროს Renaults-ის სხვა რეკორდსმენი მოდელებისგან იღებს. მათ შორის, ახალ „ბეტმობილში“ ვხვდებით 1920-იანი წლების 40 CV des Records-ის მაშუქებს, 1934 წლის Nervasport des Records-ის მსგავს ბორბლების განლაგებას და თაღებს, რომლებიც 1956 წლის Etoile Filante-ს მოგვაგონებს.


გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილის სრული წონიდან 600 კილოგრამი მხოლოდ ბატარეების პაკეტზე ნაწილდება, გამოდის, რომ კონცეფტქარის დარჩენილი ნაწილი მხოლოდ 400 კგ-ს იწონის. ეს Renault-მა უნიკალური კომბინაციის შასის შექმნით მოახერხა, რომელიც ალუმინი, კარბონი და ფოლადის შენადნობებია გამოყენებული. ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება Renault-ს იმ ნაწილების დადგენაში დაეხმარა, რომლებშიც კომპანიას გამოყენებული მასალების შემცირება შეეძლებოდა.

მსგავსი სიახლეები