გაყიდვები, ფოლცვაგენი, ტოიოტა, დაიჰაცუ
Aa
Aa

2024 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელია ...

წლებია, მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებლის ტიტულს, იაპონური გიგანტი Toyota ინარჩუნებს. გასულ წელს, Toyota-მ ყველაზე მეტი, 10.8 მილიონი ერთეული ავტომობილი გაყიდა და ტიტული დამსახურებულად შეინარჩუნა. შედეგად, იაპონური კომპანია ზედიზედ უკვე მეხუთე წელია მსოფლიოში, ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელია.

აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნების მიუხედავად, Toyota წლიდან წლამდე გაყიდვების გაზრდას ვერ ახერხებს. მაგალითად, 2024 წელს, გასულ წელთან შედარებით, Toyota-ს ავტომობილების გაყიდვები თითქმის 4%-ით დავარდა. ვარნის უდიდესი წილი Daihatsu-სა და Hino Motors-ზე მოდიოდა, მათ შორის ეს უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ გამონაბოლქვთან დაკავშირებულ სკანდალშიც გაეხვა და რამდენიმე მილიონის ჯარიმა ემუქრება.


2024 წლის მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გერმანული Volkswagen Group-ია, რომელმაც გასულ წელს 9 მილიონი ავტომობილის გაყიდვა შეძლო. თუმცა Volkswagen-ის გაყიდვებიც მცირდება, რაც ძირითადად მის წამყვან ბაზარზე, ჩინეთში, ფასების ომის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, Volkswagen-ი ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმაზე მუშაობს.

Toyota-მ მთლიანობაში ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაყიდა, რაც ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიბრიდებზე მაღალი მოთხოვნით იყო განპირობებული. თუმცა ჩინეთში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ბაზარია იაპონური ავტომწარმოებლისთვის, გაყიდვები დაახლოებით 7%-ით დაეცა.

მსგავსი სიახლეები