Ford-ი „ლე მანს“ უბრუნდება | რა იგეგმება 2027 წლისთვის?
„ლე მანის 24 საათი“ Ford-ისთვის უმნიშვნელოვანესია. დაწყებული 1966-1969 წლების გამარჯვებებიდან, რომლითაც ავტომწარმოებელი დღემდე ამაყობს. 2027 წელს კი, Ford-ი იმავე წარმატების გამეორებას შეეცდება.
ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ ღონისძიებაზე, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა სამომავლო გეგმები გამოაცხადა. და მათ შორის, 2027 წლისთვის ახალი ავტომობილის შექმნაზეც ისაუბრა, რომელიც FIA-ს გამძლეობის მსოფლიოს ჩემპიონატის მოთხოვნების შესაბამისად დამზადდება, მათ შორის „ლე მანის 24 საათისთვის“. თუმცა, დიდი ინტერესის მიუხედავად, Ford-ს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ თქვა ის, რომ მუშაობას უკვე იწყებენ და პროცესში LMDh-ის წესებსაც გაითვალისწინებენ.
LMDh რბოლის წესების ნაკრებია, რომელიც IMSA-ს (ამერიკის სპორტული მანქანების მართვის ორგანო) და ACO-ს მიერაა („ლე მანის 24 საათის“ მმართველი) შექმნილი. წესდება ის გუნდებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ რამდენიმე სტანდარტული ნაწილი, მაგრამ კვლავ საკუთარი ავტომობილები აწარმოონ.
რეგულაციებით, ავტომწარმოებლები ვალდებულნი არიან, ავტომობილი მათი ოთხი პროვაიდერიდან ერთ-ერთის შასით დაამზადონ და გამოიყენონ საერთო ჰიბრიდული სისტემა - ძრავასა და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შორის ელექტროძრავით. კორპუსი ბრენდის სტილის, ხოლო ძრავა რეგულაციების შესაბამისად უნდა შეიქმნას.
იმის გათვალისწინებითაც, რომ სხვა მაღალი დონის სარბოლო შეჯიბრებებთან შედარებით უფრო იაფი ჯდებოდა, LMDh-ი ყოველთვის ძალიან წარმატებული იყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ Acura, Alpine, BMW, Cadillac-ი, Lamborghini, Porsche... საინტერესოა, რომ LMDh-ისთვის ავტომობილს Hyundai-ის მდიდრული ბრენდი Genesis-იც ამზადებს.
LMDh-ის ავტომობილები რბოლაში მონაწილეობას LMH-ის მანქანებთან ერთად მიიღებენ. ამ უკანასკნელებს, დიზაინში ბევრად დიდი თავისუფლება აქვთ. LMH გუნდებში ვხვდებით Ferrari-ს, Toyota-ს, Peugeot-ს და მალე Aston Martin-საც.
თუმცა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს არც Ford-ის სარბოლო გეგმებზე და არც ის ვიცით, რომელი კომპანიის შასზე შექმნილ ავტომწარმოებელი ახალ მოდელს. დიდი ალბათობით, ეს Multimatic-ი იქნება, კანადური კომპანია, რომელთან პარტნიორობითაც Ford-მა მეორე თაობის GT-ის საგზაო და სარბოლო ვერსიები შექმნა.
ერთი რაც რაც დანამდვილებით ვიცით, მრავალწლიანი ისტორიის მქონე Ford-ის ამბიციებია. „ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა Ford-ის თავმჯდომარე ბილ ფორდი სიახლეს.