ქურდობა, თაღლითობა, ნისანი, კია, კია მოტორსი
Aa
Aa

Kia-ს დილერს სასაჩუქრე ბარათით $1.7 მილიონის მოპარვაში ადანაშაულებენ

ლას-ვეგასში მდებარე Findlay Kia -ს სადილეროს ყოფილი მენეჯერი თანხის მოპარვის ბრალდებით დააკავეს. მამაკაცს, რამდენიმე წლის განმავლობაში 1.7 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებენ. რასაც პოტენციური დამნაშავე სასაჩუქრე ბარათების გამოყენებით ახერხებდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მარკ ოლსონი სამსახურიდან 2023 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც სავარაუდოდ ნარკოტესტი ვერ გაიარა. თუმცა, მისი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ოლსონი ამ პერიოდის განმავლობაში, გარე მყიდველებისგან არაავტორიზებულ სასაჩუქრე ბარათებს ყიდულობდა. პოლიციამ ასეთი 40-ზე მეტი შემთხვევა დაადგინა, სასაჩუქრე ბარათები მიბმული იყო მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე და მინ. $10 000-ის ღირებულების იყო.


შიდა აუდიტის ვარაუდით, ოლსონმა სადილეროში მუშაობის პერიოდში, სულ მცირე 1.7 მილიონი დოლარი გაფლანდა, 3 000-ზე მეტი ბარათის გამოყენებით. სასაჩუქრე ბარათების უმეტესი ნაწილი აზარტული კომპანიებისა და Las Vegas Strip-ის საკუთრებებისთვის იყო განკუთვნილი.

გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებასა და მითვისებას ედავება. სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ოლსონი ამტკიცებდა, რომ თანხა თანამშრომლების პრემიების გადასახდელად გამოიყენებოდა. თუმცა, თანამშრომელმა ნაწილმა განაცხადა, რომ მათ თანხა მარკისგან გაეგზავნათ, მოთხოვნით, რომ მისთვის უკანვე დაებრუნებინათ. ამის მიზეზად ბრალდებული თავისი ანგარიშის უფუნქციურობას ასახელებდა.

საინტერესოა ის, რომ ოლსონთან ერთად, ბრალდებულია მისი შეყვარებულიც. უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ეს არც დანაშაულის პირველი შემთხვევაა. 2024 წელს, Nissan-ის სადილეროს დირექტორს 18 თვით პატიმრობა მიესაჯა, ფირმის დაფინანსების OEM-ის შესაძენად გამოსაყენებლად, რომელიც შემდგომ Facebook Marketplace-ზე გაყიდა და ფული მიითვისა.

მსგავსი სიახლეები