ელექტრომობილები ყინვაში 20%-ით ნაკლებ მანძილს გადიან | კვლევა
ელექტრომობილების მფლობელები შეამჩნევდნენ, რომ სიცივეში, მათი EV-ები შედარებით მარტივად „ჯდება“. ამის მიზეზი, როგორც ახალი კვლევით დადგინდა, სწორედ მეტეოროლოგიური პირობებია. უახლესი ანგარიშის თანახმად, 0 გრადუსსა და უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ელექტრომობილები ჩვეულზე 20%-ით ნაკლებ მანძილს ფარავენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 პოპულარული მოდელის მიხედვით, კვლევა ჯამში 18 000 ელექტრომობილზე ჩატარდა. კვლევა ფოკუსირებული იყო ერთი დამუხტვით, ელექტრომობილების დიაპაზონის ცვლილებაზე, ამინდების მიხედვით. ყველაზე კარგი შედეგი Tesla Model X-მა დააფიქსირა, რომელმაც მისი დიაპაზონის 89% შეინარჩუნა, Tesla Model S-მა - 88%.
ყველაზე კარგი შედეგის მქონე მოდელებს შორის ასევე მოხვდნენ: Audi e-tron და Tesla Model 3, ორივე 87%-ით, Tesla Model Y - 86%, Hyundai Ioniq 5 და Hyundai Kona, 85%-იანი შენარჩუნებით.
საინტერესოა, რომ 13-დან 11 მოდელს, რომელთაც ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირეს, სითბოს ტუმბოები აქვთ. ხოლო ცხრას არა. სითბოს ტუმბოები გარედან შემოსული ჰაერით ეფექტიანობას აუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების ნაწილში სტანდარტად იქცა სითბოს ტუმბოების გამოყენება, გარკვეულ ავტომობილებს ის ჯერ კიდევ არ აქვთ.
საერთო ჯამში, კვლევამ დაასკვნა, რომ სითბოს ტუმბოს გამოყენება, ავტომობილის დიაპაზონს ყინვაში საშუალოდ 83%-მდე უნარჩუნებს. მაშინ, როდესაც მისი გამოუყენებლობა ამ მაჩვენებელს 75%-მდე წევს.