Ford-ის სადილეროს ემინემის სიმღერის გამოყენებისთვის უჩივიან
მიჩიგანის Ford-ის სადილეროს ემინემის სიმღერის - Lose Yourself -ის სოციალური მედიის ვიდეოებში გამოყენებასა და საავტორო უფლებების დარღვევას ედავებიან. ემინემის საგამომცემლო კომპანიის, Eight Mile Style-ის მიერ შეტანილი სარჩელი ირწმუნება, რომ LaFontaine Ford St. Clair-ის დილერმა სიმღერა გამოიყენა ნებართვის გარეშე მარკეტინგულ კონტენტში, რომელიც Ford F-150 Hybrid-ის რეკლამირების მიზანს ემსახურებოდა.
სარჩელის თანახმად, 2024 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში TikTok-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში Lose Yourself -ი გამოიყენებოდა, როგორც ფონური მუსიკა. ვიდეოში გამოიყენებოდა ემინემის სიმღერის ცნობილი ტექსტი - "მხოლოდ ერთი გასროლა გაქვს", რათა შეზღუდული გამოშვების F-150 Hybrid-ი შეიძინო. ამ მოდელის სულ 800 ეგზემპლარი არსებობს. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ფირმას სიმღერის გამოყენებაზე ნებართვა არ მიუღია.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული სიმღერები TikTok-სა და Instagram-ზე ხშირად გვხვდება, მათი გამოყენება სარეკლამო მიზნებისთვის დანაშაულია. ამისთვის მათ სიმღერებზე საავტორო უფლებების მქონე კომპანიის ნებართვა სჭირდებათ. კომპანიებს, რომლებსაც სურთ გამოიყენონ მუსიკა ამ მიზნებისთვის, წინასწარ უნდა მიიღონ "სინქრონიზაციის" ლიცენზია.
საგამომცემლო კომპანიის გაცხადებთ, გამოძიება მიმდინარეობს. მოსარჩელე მხარე მიყენებული ზარალისთვის მინიმუმ $150 000-ის გადახდას ითხოვს. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, ემინემის სიმღერების ულიცენზიო გამოყენებასთან დაკავშირებით, წარსულშიც ვიხილეთ. მათ შორის, იგივე სიმღერა, ახალი ზელანდიის პარტიამ საარჩევნო კამპანიისას გამოიყენა.