ავარია, სუპერქარი, სერვისი, ლამბორგინი, ლამბორგინი რევუელტო
Aa
Aa

ახალი Lamborghini Revuelto მფლობელისაკენ მიმავალ გზაზე დაიმტრვა

წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის განმავლობაში, ან უფრო მეტის, თქვენ სრულად ახალ სუპერქარს ელოდებით და მოულოდნელად, იმ დღეს, როდესაც მოლოდინი უნდა დასრულდეს - ის იმტვრევა. თანაც, თქვენკენ მომავალ გზაზე. რთული სათქმელია ამ შემთხვევაში ვინ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება, ავტომობილის მფლობელი, თუ სერვისცენტრის თანამშრომელი, რომელმაც თქვენი უახლესი Lamborghini Revuelto შეიწირა...

შემთხვევის შესახებ მხოლოდ მწირი, თუმცა საკმარისი ინფორმაციაა ცნობილი. ინციდენტი ლიბანში მოხდა, რა დროსაც ავტომობილს, გავრცელებული ცნობებით, სერვისის თანამშრომელი მართავდა. ამ უკანასკნელს, V12 ძრავის მქონე სუპერქარი ახალ მფლობელთან მიჰყავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც დიდ იმედს არ იძლევა. ერთი სიტყვით, როგორც ფოტოზე, ასევე ავტომობილის წინა ნაწილზე "სრული არეულობაა". ფოტოებზე ვხედავთ თვალისმომჭრელ, Verde Citrea-ის ფერის ეგზოტიკურ Lamborghini-ს, რომელიც სავალი გზის მიღმა კედელთანაა შეჯახებული, უსაფრთხოების ბალიშები გააქტიურებული აქვს და წინა ნაწილი შელახული.

ბევრის შეფასებით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. რთულია, თავი შეიკავო V12-ის საჭესთან, რომელიც 1 001 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა ნებისმიერი სახის ავტომობილის, მითუმეტეს მსგავსი შესაძლებლობებით, გადამეტებულ ყურადღებას მოითხოვს. ერთის მხრივ მძღოლის და რა თქმა უნდა, ფეხით მოსიარულეებისა და სხვა ავტომობილების მიმართ. საბედნიეროდ, დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.