Lada-ს ელექტრომობილი უსადენო ბურღებზე მუშაობს
როგორ ფიქრობთ, რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს უსადენო ბურღი? რას იტყვით 50 უსადენო ბურღის ერთობლივ გამომუშავებაზე? ალბათ, ამაზე არასდროს გიფიქრიათ. წესით ამას ჩვენც ვერასდროს გავიგებთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს რაოდენობა სრული ზომის Lada-ს გადასაადგილებლად საკმარისია.
ამ გენიალური იდეით, ვინ, თუ არა Garage 54 -ის გუნდი წარდგა. წარსულში, მათი YouTube არხის საშუალებით არაერთი საინტერესო პროექტი ვიხილეთ, რამდენიმე მათგანი კი, ამ რუსულ ჯართსაც შეეხებოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ვიდეოში, Garage-ის გუნდის წევრებმა Lada ელექტრომობილადაც კი გადააქციეს. ახალ პროექტში, გუნდმა სწორედ Lada-ს მათ მიერ შექმნილი ელექტროვერსია გამოიყენა, თუმცა მისთვის, უსადენო დრილების დამონტაჟებაც გადაწყვიტა.
საბურღი მილების ერთ ადგილზე დასამაგრებლად და მყარად დასაჭერად, Garage 54-ს რამდენიმე დამატებითი მილის დამზადება მოუხდა. ასე შეიქმნა კომპლექსური საბურღი სისტემა, რომელიც თითოეულ ბურღს გამომუშავების საშუალებას აძლევდა. საბოლოო შედეგი კი ცოტა არ იყოს არაესთეტიკური მივიღეთ და თითქოს მეორე მსოფლიო ომის ბომბდამშენის რადიალურ ძრავასაც წააგავს. პრინციპში, შეიძლება ითქვას რომ Lada თავის ფესვებს დაუბრუნეს.
ამ ერთიანობის Lada-სთვის მორგება კი, სრულიად ახალი გამოწვევა იყო. შეგახსენებთ, რომ Garage 54-მა იგივე მანქანა V-16-ის ექსპერიმენტშიც გამოიყენა, თუმცა "ფრანკენშტაინის" ძრავას აქ უფრო მეტი მუშაობა დასჭირდა. საბოლოოდ, გუნდმა მიიღო ელექტრომობილი, რომელიც მხოლოდ უსადენო ბურღების დახმარებით მუშაობს.
ცნობისთვის, ძრავას არც ბატარეების პაკეტი აქვს. თითოეული საბურღი თავისი სტანდარტული ბატარეით იკვებება, და დიახ, ორმოცდაათივე მათგანი ერთ, საერთო ჟღერადობას გამოსცემს და ნაპერწკლებსაც აფრქვევს. მის ტლანქ გადაადგილებას კი თვალი შეგიძლიათ ვიდეოს საშუალებით ადევნოთ.