დოჯი, სტელანტისი, დოჯი ჩარჯერ სიქსფექი, დოჯი დეიტონა, დოჯი ჩარჯერი
Aa
Aa

Dodge: ბენზინზე მომუშავე Charger Sixpack-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ნიუ ორლეანში, საავტომობილო დილერების ეროვნული ასოციაციის (NADA) კონფერენციაზე, Stellantis-მა წლევანდელ გეგმებზე ისაუბრა. იმავე ღონისძიებაზე, ავტომწარმოებელმა შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ახალი Charger Sixpack-ის გამოსვლის თარიღიც გაასაჯაროვა...

ბევრი ენთუზიასტისთვის საყვარელი ავტომობილის ბენზინზე მომუშავე მოდელს 2025 წლის ზაფხულში ვიხილავთ. კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ახალ Charger Sixpack-ს 20 ივნისამდე უნდა ველოდოთ. Sixpack-ი ელექტრო Charger Daytona-ს ხაზს შეავსებს, რომლის სადილეროებისთვის მიწოდებაც ახლახან დაიწყო.

ორივე ვერსიის დებიუტი 2024 წლის მარტში შედგა, თუმცა აქცენტი EV-ზე გაკეთდა, რომელიც გასულ ზაფხულს უნდა გამოსულიყო. თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და პირიქით, ერთმანეთს დრამატული მოვლენები მიეწყო. მათ შორის იყოს Stellantis-ის აღმასრულებელი დირექტორის, კარლოს ტავარესის მოულოდნელი გადადგომა.

ამ ეტაპზე, ახალი Charger Sixpack-ის შესახებ, Dodge-ის კონკრეტული დეტალები კვლავ არ მოუწოდებია. ორტურბინიანი 3-ლიტრიანი Hurricane I-6, ალბათ, ამ კონკრეტული მოდელის ძრავისთვის ერთადერთი ალტერნატივაა. მისი საშუალებით, ავტომობილი 420-დან 550 ცხენის ძალამდე გამომუშავებას შეძლებს. ასევე ვიცით, რომ ეს მოდელი ორ- და ოთხკარიან ვერსიებად გაიყიდება - ისევე, როგორც Charger Daytona და სრულად ამძრავი ვარიანტიც გვექნება.


Charger Sixpack-ის გამოსვლის შესახებ განცხადება, Stellantis-ის მიერ დილერების დარწმუნებას მოჰყვა - რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლებოდა. Dodge-ის გაყიდვები გასულ წელს დაეცა, დილერები კი კომპანიას Dodge, Ram-ის, Jeep-ისა და Chrysler-ის „სწრაფი დეგრადაციის“ შესახებ აფრთხილებდნენ.

„როდესაც მომავალ წელზე ვფიქრობთ, ვაცნობიერებთ, რომ თანმიმდევრულობა არის ის, რასაც ჩვენი დილერები ჩვენგან მოელიან. რთული 2024 წლის შემდეგ, ჩვენ პირდაპირ ვუთხარით დილერებს, რომ ჩვენ თანმიმდევრულნი და ფოკუსირებულნი ვიქნებოდით მათი ნდობის მოპოვებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს პროდუქტებს, ჩვენს ფასებს და ჩვენს სტიმულს ეხება“, - განაცხადა ჯეფ კომორმა, აშშ-ში Stellantis-ის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები