2021 წლის მეოთხე სერიის BMW-ს გიგანტური ცხაურა ექნება
Aa
Aa

2021 წლის მეოთხე სერიის BMW-ს გიგანტური ცხაურა ექნება

მცირე ზომის სურათზე BMW-ს უზარმაზარი ცხაურა გამოჩნდა.

ინტერნეტში ახალი მეოთხე სერიის კუპეს მინიატურულმა სურათმა გაჟონა, რომელზეც მანქანის ცხაურის ზომა გამოჩნდა. მანქანის ოფიციალური პრემიერა კი 2 ივნისს იგეგმება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა BMW ამ მანქანის რეკლამირებას ცდილობს. BMW-მ რამდენიმე ავტოჟურნალისტი გერმანიაში პროტოტიპის სამართავად დაპატიჟა. მათ M Performance ვერსია გამოსცადეს, რომელიც M440i xDrive იარლიყს მიიღებს.  

M440i ყურადღების ცენტრში მანამდე იქნება, სანამ მოგვიანებით M4 გამოვა. მანქანის დიზაინი საიდუმლო აღარაა. წინა წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე BMW-მ მისი კონცეპტი განიხილა. მოგწონთ, თუ არა, გიგანტური ცხაურა მაინც იქნება. ზუსტად ცხაურა გვაფიქრებინებს იმაზე, რომ მინიატურულ სურათზე M Performance მოდელია, რადგან M340i-სა და M135i-ს მსგავსი შეხედულება აქვს.  

კაბრიოლეტის ვერსიას წლის ბოლოს უნდა ველოდოთ. 2021 წელს 4 Series Gran Coupe გამოვა, რომელსაც i4-ც შეუერთდება. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი ძალიან ძლიერი იქნება. მას 510 ცხენის ძალა ექნება.  

ინფორმაცია იმაზეც ვრცელდებოდა, რომ BMW თავის M4 Gran Coupe-ს Audi RS5 Sportback-ისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ამზადებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ამას არ უნდა ველოდოთ.   

მსგავსი სიახლეები