შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, აუდი, რებრენდინგი, აუდი ა6, აუდი ა7, აუდი ა8
Aa
Aa

Audi მოდელებს სახელებს კიდევ ერთხელ უცვლის | მიზეზი?

ერთი რამ რასაც ბოლო წლებია Audi ნამდვილად აკეთებს, თავისი მოდელებისთვის სახელების შეცვლაა. თუმცა რთულია იმის მტკიცება, რომ გერმანული ავტომწარმოებელი ამ ყველაფერს წარმატებით ახერხებს, რაც გლობალურ ბაზრებზე ავტომწარმოებლის ახალ მოდელებთან მიმართებით დაბნეულობას აჩენს.

ამჟამად, Audi-მ მოდელების სახელების კიდევ ერთი ცვლილება დააანონსა, მიზეზი მარტივია: გახადოს მისი საწარმოო ხაზი ადვილად ამოსაცნობი ყველგან, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.


2017 წელს Audi მოდელების იდენტიფიცირებისთვის ძრავის მოცულობის გამოყენებიდან კილოვატებში, სიმძლავრის გამოყენებაზე გადავიდა, რამაც მომხმარებლისთვის მოდელების სახელწოდებების აღქმა გაართულა. რეალურად, ავტომობილების იდენტიფიცირებისთვის ძრავის მოცულობის გამოყენება - როგორიცაა 2.0-ლიტრი, ან 3.0 ლიტრი -ბევრად მეტი მომხმარებლის დაინტერესებასაც იწვევდა, რადგან მძღოლები ხშირად სწორედ ძრავიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას.

თუმცა კილოვატებში გადასვლისას, აღქმადობაც გართულდა და თან, მოდელების დასახელებაც მის სიმძლავრესთან არა პირდაპირ, არამედ ირიბად იყო დაკავშირებული. მაგალითად, 81+-დან 86 კვტ-მდე მონაცემით, სახელწოდებაში შესაძლოა „30“ ყოფილიყო და ა.შ.

მოგვიანებით, ელექტრომობილების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, Audi-მ სხვადასხვა ვერსიის მოდელების ერთმანეთისგან გასარჩევად, EV-ებზე ლუწი რიცხვების, ხოლო შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე კენტი რიცხვების გამოყენება დაიწყო.

რა იცვლება ახალ დასახელებებში?

გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა ახლა ერთი ნაბიჯი უკან გადადგას და თავის ფესვებს დაუბრუნდეს: „ეს გადაწყვეტილება არის ინტენსიური შიდა დისკუსიების შედეგი და ჩვენი მომხმარებლის სურვილსაც ასახავს. ჩვენი მოდელების სახელებს შევარჩევთ იმისდა მიხედვით, რომ მათი აღქმა გამარტივდეს - ზომისა და პოზიციონირების შესაბამისად“.

Audi-ის ინფორმაციით, დასახელებებში კვლავ შენარჩუნდება ერთი (ან მეტი) სიმბოლოსა და ციფრის კომბინაცია. A გამოყენებული იქნება სედანებისთვის, Q - SUV-ებისთვის, ხოლო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებში პოზიციონირებისთვის 1-8-მდე ნუმერაცია გამოიყენება (რაც ტრადიციულად ზომის მიხედვით კლასიფიცირდება).


წარსულს დარჩება ლუწი და კენტი ციფრების მნიშვნელობაც. მაგალითად, მარტში ვიხილავთ Audi A6-ს, რომელსაც შიგა წვის ძრავა ექნება - ეს კი, თავდაპირველად დაგეგმილი ნამდვილად არ ყოფილა. ამიერიდან, A8 შეიძლება იყოს ელექტრო ან არა, და იგივე A7-ის შემთხვევაში.

მათი დიფერენცირების მიზნით, კვლავ გამოყენებული იქნება ტრადიციული სახელები: TFSI ბენზინზე მომუშავე მოდელებისთვის, TDI - დიზელის მოდელებისთვის, TFSIe - Plug-in-ებისთვის და e-tron ელექტრომოდელებისთვის.

მსგავსი სიახლეები