დაზიანებული მანქანა, ჩაძირული ავტომობილი, სასამართლო
Aa
Aa

მამაკაცი დაზიანებული ავტომობილის გაყიდვისთვის დააჯარიმეს

არაბთა გაერთიანებულ სასამართლოებში, მამაკაცი, დაზიანებული ავტომობილის გაყიდვაში დამნაშავედ ცნეს და ჯარიმის სახით, $5.5 ათასის გადახდა დააკისრეს. ამასთან ერთად კი, პირს, მანქანის გაყიდვიდან მიღებული $50 000-ის უკან დაბრუნებაც მოუწია.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული ავტომობილს ერთ-ერთი აპლიკაციის საშუალებით ყიდდა. პირმა მომხმარებელი სიცრუეში შეიყვანა და დაარწმუნა, რომ მისი ავტომობილი უნაკლო მდგომარეობაში და დაუზიანებელი იყო. მხარეებმა ავტომობილის შესყიდვის ხელშეკრულებაც გააფორმეს, რის შემდეგაც ახალმა მფლობელმა მანქანა შემოწმებაზე წაიყვანა. სწორედ ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილს დეფექტები ჰქონდა და ის ადრე ჩაძირულიც კი იყო.


ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა და ავტომობილში გადახდილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. ასევე, მყიდველის თქმით, მის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანისთვის, ბრალდებულს დამატებით $5 000-იც უნდა დაეფარა. თავდაპირველად, მოსარჩელემ, თანხის დაბრუნების მოთხოვნით, მანქანის ყოფილ მფლობელს მიმართა. თუმცა მისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც სასამართლოში დავა დაიწყო.

აბუ-დაბის სასამართლოს ექსპერტმა მომჩივნის განაცხადი დაადასტურა და აღნიშნა, რომ გაყიდული ავტომობილის მდგომარეობა მის აღწერას არ შეესაბამებოდა. წარდგენილი შეფასების თანახმად, ავტომობილი ჩაძირული იყო, რამაც მექანიკური გაუმართაობა გამოიწვია.

სასამართლომ, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა და ბრალდებულს, ავტომობილის ღირებულების ანაზღაურება მოსთხოვა. დამატებით, პირს მოსარჩელეს მოთხოვნილი ხარჯების ანაზღაურებაც მოუწია.

მსგავსი სიახლეები