ფორდი, ფორდ ბრონკო, პოლარისი, დაკარი
Aa
Aa

Polaris-ის $140 000-იანი პროექტი რბოლისთვის მზადაა

უდაბნოს მაღალი დონის რბოლების მოყვარულთათვის, საავტომობილო ბაზარზე საკმაოდ მწირი არჩევანია. თუმცა თუ თქვენც ენთუზიასტთა რიგებში ხართ, შეგიძლიათ $295 000-ად Ford-ისგან Bronco DR-ი შეიძინოთ, ან Polaris-ის ახალ მოდელს დაელოდოთ. ამ უკანასკნელის შეძენას კი, შედარებით იაფად, $140 000-ში მოახერხებთ.


Polaris-ი 2025 წლის RZR Pro R-ის ახალ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც რბოლისთვის უკვე მზადაა. ეს მოდელი RZR Pro R Factory-ია, მსუბუქი სატვირთო ყველგანმავალი, რომლის მხოლოდ 30 ეგზემპლარი დამზადდება. კარგად დაკვირვებული პირები, მარტივად შეამჩნევდნენ, რომ ეს მოდელი ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული RZR Pro R-ი, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ის, რომ Factory მიმდინარე წელს Dakar-ის გამარჯვებული გახდა და სპეციალურად, ექსტრემალურ პირობებში რბოლისთვისაა შექმნილი.


სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, რომლის გამომუშავებაც 225 ცხენის ძალას აღწევს, RZR Pro R Factory-ის 2-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავა 255 ცხენის ძალამდე ადის. ეს უკანასკნელი რამდენიმე შესამჩნევი განახლებითაც გამოირჩევა, მათ შორისაა: უკანა დამონტაჟებული რადიატორი, ორმაგი გაგრილების ვენტილატორები და გადაცემის ზეთის გამაგრილებელი... ავტომობილს კარბონის კორპუსი, Sparco-ს სარბოლო სავარძლები და Alcon-ის მუხრუჭებიც აქვს.

სათადარიგო საბურავი და ხელსაწყოები, ინტენსიური რბოლის დროს, მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზეა განლაგებული. ხოლო 34.3-ლიტრიანი საწვავის ავზი, ავტომობილს, ერთი შევსებით, ბევრად დიდი მანძილის დაფარვის საშუალებასაც აძლევს.


ამის მიუხედავად, თავისი უპირატესობები მოდელის ქარხნულ ვერსიასაც აქვს. მათ შორის მსუბუქი ლითიუმის ბატარეა და განახლებული გაყვანილობა. შესაბამისად, თუ Mint 400-ში მონაწილეობის გარეშე, სარბოლო გამოცდილების მიღება გინდათ, დიდი ალბათობით, RZR Pro R Race Replica Edition-იც მოგეწონებათ. თან ეს ვერსია ბევრად იაფია და $47 994 ღირს. მაგრამ, ამ უკანასკნელს, 35-ინჩიანი საბურავები ნამდვილად არ მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები