კვლევა, შიგაწვის ძრავა, ევროკავშირი, რეგულაციები, გაყიდვები, ელექტრომობილები
Aa
Aa

ევროპაში ელექტრო მანქანების მხოლოდ 1.8 პროცენტია

არსებული გეგმით, 2035 წლიდან ევროპის მასშტაბით შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 10 წელიწადში, ქუჩებში თქვენი ავტომობილებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებთ. უბრალოდ, ავტომწარმოებლებს ტრადიციული მოდელების წარმოება შეეზღუდებათ.

ევროკავშირის მიერ შემუშავებული გეგმის მიუხედავად, ბოლო პერიოდში, ავტომწარმოებელთა ნაწილი სამიზნე თარიღის გადაწევის მოთხოვნით გამოდის. ბევრი, მათ შორის ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ რეგულაციების შესრულება 2035 წლისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. თარიღის მოახლოებასთან ერთად კი, ეს პროტესტიც იზრდება.


ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, 2035 წლის გეგმის მოწინააღმდეგეებს უფრო მეტ სალაპარაკოსაც მისცემს. როგორც უახლესი კვლევით ირკვევა, მიუხედავად რიგი წახალისებებსა და ფასდაკლებებისაც კი, წმინდად ელექტრო მოდელების წილი მანქანები ევროპაში რეგისტრირებული მანქანების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილია.

2023 წლის მონაცემით, ევროპაში თითქმის 249 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც წმინდად ელექტრომობილების წილი მხოლოდ 1.8%-ს უტოლდება. ACEA-ს თანახმად, დამუხტვის პორტის მქონე Plug-in-ების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი კვლავ ევროკავშირის მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 3.9%-ს შეადგენს.

ახალ ავტომობილებში ფასების საგანგაშო მატებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ევროპელები თავიანთ ძველ მანქანებს უფრო დიდხანს იტოვებენ. ევროკავშირის გზებზე, ავტომობილის საშუალო ასაკი ამჟამად 12.5 წელია, ყველაზე ძველი ავტოპარკი კი საბერძნეთშია. აქ მანქანების საშუალო ასაკი 17.5 წელს აღწევს, მაშინ როდესაც ლუქსემბურგში მხოლოდ 8 წელია.

ACEA-ს შეფასებით, 2023 წელს ევროკავშირში 248 824 542 მანქანა იყო რეგისტრირებული, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია.  ყველაზე მეტად ავტომობილების ფლობა იტალიელებს მოსწონთ, 694 მანქანა 1 000 ადამიანზე, ხოლო ლატვიაში ავტომობილების ყველაზე დაბალი სიმჭიდროვე, 381 ერთეული ავტომობილი 1000 ადამიანზე. საშუალო ევროპელი ყოველწლიურად დაახლოებით 12 346 კილომეტრს გადის.

მსგავსი სიახლეები