აუქციონი, მოდიფიცირება, ბიემვი, ბიემვი ემ3, ბიემვი ემ3 ე46
Aa
Aa

ტურბინიანი BMW M3, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიაში, E46 BMW M3, ბევრი ავტოენთუზიასტისთვის სამართლიანადაც, ერთ-ერთ საუკეთესო თაობად განიხილება. მეორადი ავტომობილების ბაზარზე მათი ღირებულება ყოველწლიურად იზრდება, რაც მძღოლთა მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის დამსახურებაა. წლების განმავლობაში, ამ მოდელის არაერთი საინტერესო ვერსია ვიხილეთ და ეს Laguna Seca Blue განსაკუთრებით დამაინტრიგებელია.


სხვა E46 M3-ებისგან განსხვავებით, ჩვენი დღევანდელი გმირი ტურბინიანია. ეს ამბავი ბევრს შესაძლოა არ მოეწონოს და ცვლილებებს, ზღაპრული 3.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი S54-ის განადგურებაც კი უწოდოს. მაგრამ თუ ამ M3-ის მართვასთან ერთად, ავტომობილის გამომუშავების გაზრდაც გსურთ, მაშინ იძულებითი ინდუქცია ერთადერთი შედეგიანი გამოსავალია.  


ქარხნული მდგომარეობით, E46-ის 3.2-ლიტრიანი ძრავა 333 ცხენის ძალას და 355 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. PSI Stage 1-ის ტურბინის საშუალებით კი, 100-ოქტანიან საწვავზე გამომუშავება 600 ცხენის ძალამდე იზრდება. ქარხნული ვერსიის მსგავსად, ძრავის სიმძლავრე, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, უკანა ბორბლებზე ნაწილდება.

დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ მოდიფიცირებულ M3-ში ცვლილებები გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია. ექსტერიერი სრულად ქარხნულია, თუ არ ჩავთვლით დაბალ ზამბარას, რომელიც ავტომობილს მოდიფიცირებისას დაუყენდა. BMW-ი ქარხნულ 19-ინჩიან დისკებზე დგას, რომელიც 265/30 Hankook Ventus V12 Evo2-ის საბურავებშია გახვეული. კარგ მდგომარეობაშია ავტომობილის ინტერიერიც: ტემპერატურაზე რეგულირებადი წინა სავარძლები, კრუიზ კონტროლი, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა, ავტომატური კლიმატ კონტროლი და ა.შ.


Bring a Trailer-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ავტომობილის გარბენი 172 000 კილომეტრს აღწევს. ერთადერთი რაც აღწერაში მითითებული არაა, ეს BMW-ის მოდიფიცირების თარიღია. ამჟამად, ლეგენდარული და ყველასგან გამორჩეული M3 აუქციონზე იყიდება და ახალ მფლობელს ელოდება.

მსგავსი სიახლეები