Mercedes-AMG C63 S-ში ორტურბინიანი V8 მოათავსეს?
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ახალი Mercedes-AMG C63 S-ი, თავისი 2-ლიტრიანი 4 ცილინდრით, ისევე ვერ ბრწყინავს, როგორც V8-ის წინამორბედები. რა თქმა უნდა, ეს სუპერსედანი 671 ცხენის ძალითაა აღჭურვილი, თუმცა ვერანაირი სიმძლავრე დაარწმუნებს ზოგიერთს, მსგავსი ავტომობილი მხოლოდ 4-ცილინდრიანი ძრავით შეიძინოს.
ამ „პრობლემის“ გადაჭრა თავის თავზე ავსტრიულმა ფირმამ აიღო. Vuk Manufaktur-ი, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, რათა V8-ზე მომუშავე W206 C63 შეექმნა. სამუშაო დასრულებულია და ეს თითქოს ისაა, რასაც გერმანული ავტომწარმოებლის თითოეული ენთუზიასტი AMG-ისგან მოელოდა.
Mercedes-AMG C63 S-ისთვის ძრავის შეცვლა მარტივი პროცესი არ უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად, Vuk Manufaktur-ის გუნდს ავტომობილიდან 4-ცილინდრიანი ელექტროძრავისა და Plug-in ჰიბრიდული ნაწილების ამოღება მოუხდა. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, Mercedes-ის ახალ მოდელში 4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 დააყენა. ახალ V8-თან ერთად, დიდი ალბათობით, ავტომობილს 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც დაუმონტაჟდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი plug-in ჰიბრიდული C63 S მნიშვნელოვნად უსწრებს მის წინამორბედებს, ერთი რამ ნამდვილად აკლია - ეს მართვის გამოცდილებაა. ამ უკანასკნელს კი, ენთუზიასტები ხშირად მთავარ ყურადღებას აქცევენ. რა თქმა უნდა არსებობს რამდენიმე ლამაზი ჟღერადობის 4-ცილინდრიანიც, თუმცა შეუძლებელია, რომ ეს ხმა V8-ს შევადაროთ. Vuk-ის ახალი ქმნილება კი, ძველ C63-ის გაგახსენებთ და მას AMG-ის ღირსებულ წევრად აქცევს.
უცნობია გეგმავს, თუ არა ავსტრიული კომპანია მოდიფიცირებული ავტომობილების წარმოებაში ჩაშვებას. თუმცა ამ პროექტმა დაამტკიცა, რომ 4-ლიტრიანი სიმძლავრის ახალ C63-ში გამოყენება შესაძლებელი იყო, და ალბათ, უფრო შემოსავლიანიც იქნებოდა.