უნივერსალების მოყვარულთა ოცნება: Nissan Skyline GT-R Speed Wagon
Aa
Aa

უნივერსალების მოყვარულთა ოცნება: Nissan Skyline GT-R Speed Wagon

არა... ეს Stagea R34 არ არის... დიახ... ეს მანქანა იყიდება!

Nissan GT-R-ის ფლობის ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი არაპრაქტიკულობაა. მანქანის უკანა სავარძლებზე სივიწროეა და მხოლოდ ბავშვი თუ დაეტევა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „გოძილას“ ბევრი რამ აქვს ისეთი, რის გამოც თქვენ უარს იტყვით სუვის ან უნივერსალის შეძენაზე და მას აირჩევთ. რა იქნება, თუ გეტყვით, რომ არსებობს გრძელსახურავიანი R33 Skyline GT-R?

მას Speed Wagon ჰქვია და Vistec R Imports-ი ამ მანქანას $85,000-ად ყიდის. ის დაიჯირო ინადამ და Option 2 Magazine-მა შექმნეს.

სახურავის გაგრძელება Nissan EXA-დან არის აღებული. სახურავის შეცვლას GT-R-ს მაჩვენებლებისთვის, არაფერი დაუკლია. მანქანამ Japanese Tsukaba Circuit-ი 1:04.452-ში დასძლია. ეს მხოლოდ სამი წამით ნაკლებია, ვიდრე იმავე ტრასაზე R35 Nissan GT-R Nismo-ს შედეგი. ამას 278 ცხენის ძალასა და 375ნმ-ს უნდა ვუმადლოდეთ. 402მ-ს 11.89 წამში ფარავს. მაქსიმალური სიჩქარე 305კმ/სთ-ია.

სალონში ავტომობილს Nardi-ს საჭე, Kenwood-ის გამაძლიერებელი, დინამიკები და Recaro-ს სავარძლებია.

მანქანა მართლაც უნიკალურია, მაგრამ, რამდენად ღირს მასში ამხელა თანხის გადახდა, ეს უკვე გემოვნების საკითხია.

მსგავსი სიახლეები