ჰონდა სივიკი, ჰონდა, ჰონდა ეს2000, ჰონდა სივიკი სი კუპე, ჰონდა ტაიპ არი
Aa
Aa

ორი ლეგენდარული Honda - თითო $70 000-ად?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Honda S2000-ის, NSX-ისა და Type R-ების ფასების ზრდის მომსწრეები გავხდით. თუმცა ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდით იმ დღეს, როდესაც 1991 წლის CRX Si $71 500-ად, ხოლო 2000 წლის Civic Si - $66 000-ად გაიყიდებოდა. მაგრამ ეს რეალობაა: Mecum's Kissimmee-ის აუქციონზე იანვრის შუა რიცხვებში, ზუსტად ასე მოხდა.


მართალი ხართ თუ გაიფიქრეთ, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანი ძველი და გამოყენებული ავტომობილი იყოს. რეალურად, 1991 წლის CRX-ის მხოლოდ 525 კილომეტრი აქვს დაფარული, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მისი წარმოების წელსაც თუ გავითვალისწინებთ. საბედნიეროდ, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც CRX-ი მოდიფიცირებებს გადაურჩა და თითქმის ისე გამოიყურება, როგორც 30 წლის წინ, ქარხნის დატოვებისას.

ავტომობილის ექსტერიერი Teal-ის ფერშია შესრულებული. ძირითად შემთხვევაში Honda სრულიად ქარხნულად გამოიყურება. კვლავ OEM-ის საბურავებზე დგას და არც საღებავის ნაკაწრები ეტყობა. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილების შესახებ, ვებგვერდზე, საკმაოდ მწირე და არასაკმარისი ინფორმაციაა მოცემული. თუმცა როგორც ჩანს ამანაც ვერ შეაჩერა ენთუზიასტი ოცნებები აეხდინა.

მსგავსად ექსტერიერისა, თითქმის სრულად ქარხნულია ავტომობილის ინტერიერიც: სავარძლები, ხალიჩები და საჭე სუფთად გამოიყურება და ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მანქანამ საწარმოო ქარხანა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მსგავსად დაბალი გარბენის მქონე CRX-ის პოვნა, თანაც თითქმის ქარხნულის, ძალიან დიდი იშვიათობაა, მაგრამ მასში $71 500-ის გადახდა ბევრისთვის მაინც წარმოუდგენელია.


შემდეგი არის ეს ზღაპრული 2000 წლის Honda Civic Si Coupe, რომელიც $66 000-ად გაიყიდა. ავტომობილი 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, ხოლო მისი 1.6-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა სიმძლავრეს წინა ბორბლებზე ანაწილებს. ამ Electron Blue Pearl-ის ფერში შეღებილი ავტომობილის კილომეტრაჟი სულ რაღაც 3 316 კილომეტრია. ბევრად მეტი, ვიდრე CRX-ის შემთხვევაში, თუმცა მაინც საშუალებას გვაძლევს ამ ავტომობილსაც „ახალი“ ვუწოდოთ.

მსგავსი სიახლეები