ელექტრომობილი, გაყიდვები, ფერარი, ფერარი ესეფ90
Aa
Aa

Ferrari წელს ექვს ახალ მოდელს წარადგენს | მათ შორის პირველ ელექტრომობილს

გასულ წელს Ferrari-მ რეკორდული შემოსავლები მიიღო, წლევანდელი წელი კი, როგორც ჩანს, მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი იქნება. იტალიურმა ავტომწარმოებელმა 2025 წელს ექვსი ახალი მოდელის წარდგენა უკვე დააანონსა, რომელთა შორის Ferrari-ის პირველი ელექტრომობილიც იქნება.

ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელდა. ანგარიში ინვესტორებისთვისაა შემუშავებული და 2024 წლის გაყიდვების მაჩვენებელსაც მოიცავს. ერთ-ერთი ავტომობილი, რომელსაც წელს ვიხილავთ, Ferrari-ის სრულად ელექტრო ავტომობილი იქნება. მისი სახელწოდება ჯერ უცნობია, თუმცა ოფიციალურად ის 9 ოქტომბერს, მარანელოში, Capital Markets Day-ზე გამოჩნდება.


იტალიელები დანარჩენი ხუთი მოდელის შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავენ, თუმცა გარკვეული ვარაუდები უკვე გავრცელდა. იტალიურმა ავტომწარმოებელმა SF90 Stradale-ს წარმოება შეწყვიტა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ V8-ს შემცვლელი 2025 წლის ბოლოს გამოჩნდება. ჩვენ ასევე ველოდებით განახლებულ 296-ს და ლოგიკურად შეიძლება დავუშვათ, რომ Ferrari-ის ახალ მოდელებში კუპეებთან ერთად, კაბრიოლეტებიც უნდა ვიხილოთ.

საინტერესოა ისიც, რომ Ferrari-მ მის მოდელებში V12-ის შენარჩუნების პირობაც დადო. თუმცა მსგავსი რამის მტკიცება ამ ეტაპზე ძალიან რთულია, რადგან სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, არც Ferrari-ია დაზღვეული მკაცრი რეგულაციების გავლენისგან.


გამომდინარე აქედან, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ელექტრომობილის წარმოებაა, რომელიც კომპანიის ისტორიისთვის პირველი იქნება. ბოლო წლებში ჰიბრიდების პოპულარობა განსაკუთრებით იზრდება. ამასთან ერთად, 2024 წელს, მიწოდებული ავტომობილების 51% ელექტრიფიცირებული მოდელი იყო, 49% კი - შიგა წვის ძრავაზე მომუშავე. ექსპერტები წელს Ferrari-სგან ელექტრო სუპერქარის წარმოებას არ ელიან და ფსონს უფრო მეტად პრაქტიკულ ავტომობილზე ჩამოდიან.

მსგავსი სიახლეები