რალი, ტოიოტა, ტოიოტა ჯიარ იარისი, რალის მსოფლიო ჩემპიონატი, პიტერ სოლბერგი, რალი 2
Aa
Aa

WRC-ის პილოტი მონაკოში საჯარო დრიფტისთვის 5 წუთით დააჯარიმეს

რალის პილოტებს ავტომობილების მართვა ალბათ ყველაზე მეტად უყვართ, როგორც სარბოლო ტრასებზე, ასევე საჯარო გზებზეც. თუმცა, ჩემპიონატის გარეთ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და შესაბამისი სასჯელიც განსაზღვრულია.

ავტომობილის მართვის ელიტური უნარების წარმოჩენა, 23 წლის ოლოვერ სოლბერგმა მონაკოს მომხიბლავ ქუჩებში გადაწყვიტა. სოლბერგი, რალის მსოფლიო ჩემპიონატის ლეგენდის, პიტერ სოლბერგის ვაჟია და Rally2 კლასში ასპარეზობს. შაბათ-კვირის რბოლაში სოლბერგი Toyota GR Yaris-ს საჭესთან იყო წარმოდგენილი. თუმცა როგორც აღმოჩნდა, რბოლაზე უნარების გამოვლენა საკმარისი არ იყო და სოლბერგმა ძალები, მონტე კარლოს რალის ბოლო დღეს, მონაკოს საჯარო ქუჩებშიც გამოცადა.

მიუხედავად იმისა, რომ დრიფტი მოსახლეობისთვის სანახაობრივი იყო და პილოტმა, გარშემომყოფების სიმპათიაც მარტივად დაუმსახურა, სოლბერგის ქცევით WRC-ის კომიტეტი უკმაყოფილო დარჩა. ოფიციალური პირების შეფასებით, სპოლბერგმა პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა შექმნა, რადგან ავტომობილს, მოსახლეობასთან ძალიან ახლო მანძილზე მართავდა. მსგავს ტერიტორიებზე დრიფტი მკაცრად აკრძალულია, რის გამოც, სოლბერგს 5-წუთიანი ჯარიმა დაეკისრა.

გადაწყვეტილების მიღებამდე კომიტეტმა სოლბერგის დრიფტის ვიდეო მტკიცებულება განიხილა. რალის პილოტმა შემთხვევის გამო მალევე მოიბოდიშა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავად თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და არც იმას თვლიდა, რომ სახიფათო ვითარება შექმნა. არსებული შემთხვევა სულაც არ ნიშნავს, რომ სოლბერგი გამოუცდელი პილოტია, პირიქით - მან გასულ წელს WRC2-ზე მეორე ადგილი დაიკავა. საბედნიეროდ, პილოტისთვის ხუთი წუთიანი ჯარიმა მის საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.

მსგავსი სიახლეები