კონცეპტი, ბიემვი, ბიემვი ექს5, ბიემვი ნიუ კლასი, ბიემვი ნიუ კლასი იქს კონცეპტი
Aa
Aa

2027 წლის BMW X5 Neue Klasse უკვე თოვლში ჩაიჭედა

BMW X5-მა ძვირადღირებული კროსოვერების პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დღემდე ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლება და გზებზეც საკმაოდ ხშირად შეხვდებით. ტრასებზე X5-ის სიმრავლე ლოგიკურიცაა, რადგან ეს მოდელი ძირითადად სწორედ საჯარო გზებისთვისაა განკუთვნილი და არა იმ სიტუაციისთვის, რომელშიც აღმოჩნდა.

X5-ს ოფროუდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამის მიუხედავად ერთ-ერთმა მძღოლმა მისი ტრასის გარეთ „გამოცდა“ გადაწყვიტა და პირდაპირ თოვლში გადავარდა. უფრო საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ეს ტესტდრაივერმა გააკეთა, რომელიც 2027 წლის BMW X5 Neue Klasse-ს მართავდა. როგორც ჩანს, კროსოვერი არქტიკული წრის მახლობლად საგზაო ბილიკიდან გადავიდა და პირდაპირ ძლიერ თოვლში ჩაიჭედა.


მძღოლი საბედნიეროდ არ დაშავებულა, მაგრამ მანქანას არ გაუმართლა. დაზიანების მასშტაბი ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მძღოლმა X5-ის მარტო გამოყვანა თოვლიდან ვერ შეძლო და ექსკავატორი გამოიძახა. ამ უკანასკნელს ავტომობილის გამოსაყვანად გზის თოვლისგან გაწმენდა მოუხდა.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. დამატებით კი, მომავალი თაობის X5-ის პროტოტიპის ფოტოებიც ვიხილეთ, რომლებიც გარკვეული დაშვებების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ამ მოდელს შედარებით განსხვავებული წინა ნაწილი აქვს, რაც Neue Klasse X Concept-ის დიზაინს ეხმიანება. გამარტივებული ძარა და მინიმალისტური კარის სახელურები კი, Ford Mustang Mach-E-ს მოგვაგონებს.

კაპოტქვეშ შესაძლოა ველოდოთ, როგორც შიგა წვის ძრავების ვერსიებს, ასევე სრულად ელექტრო ვარიანტებს. გავრცელებული ინფორმაციით, BMW წყალბადზე მომუშავე ვერსიებზეც მუშაობს, საწვავის უჯრედებზე მომუშავე ავტომობილის გამოშვება კი, 2028 წლისთვის იგეგმება. ეს ძრავა გერმანულმა ავტომწარმოებელმა Toyota-სთან თანამშრომლობით შეიმუშავა. 

მსგავსი სიახლეები