ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა ჯიარ იარისი, ტოიოტა ჯიარ კოროლა, ლექსუს ელბიექსი მორიზო, ტოიოტა რავ4, ლექსუს ელეფეი
Aa
Aa

Toyota-მ ერთხელ LFA-ს V10-ის ხმა გააყალბა

Toyota-ს 4.8-ლიტრიანი V10 ძრავა, თავდაპირველად მხოლოდ LFA-სთვის შეიქმნა და სხვა არცერთ მოდელში მოუთავსებიათ. თუმცა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთხელ მისი გამოყენება რეგულარულ ავტომობილში გადაწყვიტა, რათა მისი მაღალი წარმადობის ხმა სუპერქარის გარეთაც გამოეცადა. ძრავა, Yamaha-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ექსპერიმენტი იყო და წარმოებაში მისი ჩაშვება კვლავ არ იგეგმებოდა.

Lexus-ის ავტომობილების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები იხსენებენ, რომ მათი მიზანი იდეალურობაზე ორიენტირებული სრულადაც არ ყოფილა. პირიქით, ეს ყველაფერი "სახუმარო" შინაარს ატარებდა, რადგან შედეგი ისედაც ნათელი იყო: "ჩვენ LFA-ს ხმის რეგულარულ ავტომობილში გამოყენება ვცადეთ, თუმცა შედეგი ისედაც ვიცოდით. სწრაფი ხმა, ძალიან მძლავრი აკუსტიკური ხმებით, ნელ მანქანად უფრო შეანელებს. ეს ყველაფერი LFA-ში მუშაობს, რადგან მას ხელს ავტომობილის აჩქარება უწყობს".

სიმართლე Toyota-მ Times-ის ჟურნალისთვის გაამხილა. ერთ-ერთ ეპიზოდში 3-საათიანი ვიდეო ვიხილეთ, მხოლოდ Lexus LFA-ის V10-ის ძრავის ხმებით. სამწუხაროდ, უცნობია, თუ როგორ მოახერხეს ინჟინერმა ამ ხმის ჩვეულებრივ მანქანაში "გაყალბება", ასე რომ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორ სასაცილოდ ჟღერს ის Corolla-ში ან RAV4-ში.

კიდევ ერთ ექსპერიმენტში, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა, Toyota 3-ცილინდრიანი ძრავის ხმის, 4-ცილინდრიან ძრავად გადაქცევას ცდილობდა. მაგრამ, როგორც თავადაც აღიარეს, ამ ძრავის ხმები ერთმანეთს უბრალოდ ხელს უშლიდა და გამოსცემდა ხმას, რომელსაც ჟღერადობასაც კი ვერ უწოდებდი: "ისინი უბრალოდ ერთად ვერ მუშაობდნენ". 

ამჟამად, Toyota თავისი მაღალი წარმადობის ავტომობილებისთვის ახალ 4-ცილინდრიან ძრავაზე მუშაობს. G20E-მა შესაძლოა სამცილინდრიანები შეცვალოს ისეთ მოდელებში, როგორებიცაა: GR Yaris, GR Corolla და Lexus LBX Morizo ​​RR. ახალი ძრავა, რომელიც ტოკიოს ავტოშოუზე, GR Yaris Concept M-ში უკვე ვიხილეთ, 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს - 100-ით მეტს, ვიდრე ამჟამინდელი 1.6-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავა.

მსგავსი სიახლეები