პარკირება, ფორდი, ტოიოტა, სუბარუ, ტოიოტა რავ4, სუბარუ ქროსთრეკი
Aa
Aa

ვერტიკალური პარკირების გაკვეთილები Subaru-სგან

შაბათ დილას 911-ში უცნაური ტიპის შეტყობინება შევიდა: მძღოლი დახმარებას ითხოვდა, რადგან თავისი Subaru-თი ორ ბევრად დიდი ზომის SUV-ს შორის გაიჭედა. თუმცა ალბათ თქვენ იფიქრებთ, რომ მანქანა პარკირებისას გვერდზე მდგომ ორ ავტომობილს შორის ჰორიზონტალურად მოხვდა... მაგრამ არა: Subaru მათ შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაიჭედა.

რომ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები, ალბათ ამ ისტორიას ბევრი არც დაიჯერებდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს „უნაკლო სიზუსტით შესრულებული სამუშაო“ დახვდათ. Subaru Crosstrek-ი, რომელიც იდეალურად იყო მოთავსებული Ford Excursion-სა და Toyota RAV4-ს შორის, თანაც ვერტიკალურად და საპარკინგე სივრცესაც ზოგავდა.

უცნობია, შემთხვევის შედეგად ამოქმედდა თუ არა უსაფრთხოების ბალიშებს, ან ჩაკეტილი იყო თუ არა ავტომობილის სახელურები. ერთი რამ რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ  მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა, მხოლოდ ეკიპაჟის დახმარების შედეგად მოახერხა.


ფოტოებიდანაც რთული დასადგენია როგორ მოახერხა Subaru-ს მძღოლმა ავტომობილის მსგავს „სტილში“ დაპარკინგება. თუმცა გარკვეული დაშვებების გაკეთება მაინც შესაძლებელია. მაგალითად, არსებობს შანსი, რომ საქმე კვლავ სატერფულების არევასთან გვქონდეს, რაც პარკინგზე საავარიო შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: როგორ მოხვდა ხე მანქანებს შორის?

როგორც ჩანს, მძღოლმა ჯერ მუხრუჭის ნაცვლად აჩქარების სატერფულს დაადგა ფეხი, შემდეგ კი, მთელი ძალით ჰაერში, ხის მიმართულებით გადავარდა. ხე ავტომობილის შესაკავებლად ზედმეტად სუსტი გამოდგა, რის გამოც Subaru კვლავ პარკინგზე, Rav4-ს თავზე დაეცა.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და სიმართლე კვლავ არავინ იცის. რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, მას სასწრაფო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, შემთხვევის შედეგად კი, მის გარდა სხვა არავინ დაზიანებულა.

მსგავსი სიახლეები