ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი ემ2, ბიემვი ემ3, ბიემვი ემ5, ბიემვი ემ4
Aa
Aa

სადამდეც შესაძლებელი იქნება: BMW ბენზინზე მომუშავე M3-ებს შეინარჩუნებს

გავრცელებული ხმებით, 2027 წელს, ბაზარზე გერმანული გიგანტის პირველი ელექტრო M3 გამოჩნდება. თუმცა BMW-ის ენთუზიასტებს შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: ავტომწარმოებელი თქვენ საყვარელ მოდელებს ელექტროვერსიებით არ ჩაანაცვლებს. პირიქით, ბენზინზე მომუშავე M3-ს, ტრადიციული ფორმით, გერმანული კომპანია იმდენხანს შეინარჩუნებს, რამდენხანსაც ამის საშუალებას რეგულაციები მისცემს.

ავტომწარმოებლის სამომავლო გეგმებზე ერთ-ერთ ინტერვიუში BMW M-ის ვიცე-პრეზიდენტმა სილვია ნოიბაუერმა ისაუბრა: „ჩვენ გთავაზობთ სრულიად ელექტრო M Performance მოდელებს, თითქმის ყველა სეგმენტში. გვჯერა, რომ ეს მოდელები თქვენ ლეგენდარული M-ის შეგრძნებას მოგანიჭებენ“, - განაცხადა ნოიბაუერმა და იქვე აღნიშნა, რომ ამასთან ერთად,  წარმოებაში ბენზინზე მომუშავე, ტრადიციულ ავტომობილებსაც შეინარჩუნებენ, რათა მათი თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.


ელექტრომობილებზე მოთხოვნის დონის შემცირების გათვალისწინებით, ბენზინზე მომუშავე M3-ის შენარჩუნებას აზრი ნამდვილად აქვს. M3-ის ენთუზიასტების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს ელექტრომობილებზე გადასვლა არ სურს, არც იმ შემთხვევაში, თუ მათი სიმძლავრე ბევრად მაღალია. თუმცა რეგულაციები მკაცრდება და სხვების მსგავსად, გერმანულ ავტომწარმოებელსაც მასთან მორგება უწევს.

„გვერწმუნეთ, ჩვენ მომავლისთვის მზად ვართ“, განუცხადა ნოიბაუერმა CarExpert-ს. „ასევე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სრულად ელექტრო M3-სთან ერთად, თქვენ შიგა წვის ძრავაზე მომუშავე მოდელებსაც იხილავთ. ისინი ერთმანეთის პარალელურად იარსებებენ. ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა მანამ, სანამ ამის საშუალებას რეგულაციები მოგვცემს“.


ელექტრო M3-ის დებიუტი 2027 წელს შედგება და ამჟამინდელ მოდელებს ჩაანაცვლებს. თუმცა, გავრცელებული ხმებით, 2028 წელს, ბაზარზე, ბენზინზე მომუშავე M3-საც ვიხილავთ. ახალი M5-ის მსგავსად, ამ მოდელსაც სავარაუდოდ ჰიბრიდული სიმძლავრე ექნება და დიდი ალბათობით, 48-ვოლტიანი mild-hybrid სისტემით იქნება აღჭურვილი, რაც წონის შემცირებას შეუწყობს ხელს.

თუმცა BMW-ის მოყვარულთათვის ცუდი ამბავიც გვაქვს. როგორც შარშან, საბჭოს სხდომიდან გახდა ცნობილი, ავტომწარმოებელი ეტაპობრივად სიჩქარეების გადამრთველთან „გამომშვიდობებასაც“ გეგმავს. შედეგად, M3-ისა და M4-ის მომდევნო თაობებიდან, ენთუზიასტთა საყვარელი გასართობი ალბათ სამუდამოდ გაქრება.

მსგავსი სიახლეები