ათი მომღერალი, ავტომობილებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი გემოვნებით
დღევანდელ სტატიაში იმ ცნობილ მომღერლებს მოვუყრით თავს, რომელთა შემოქმედებასაც თქვენ ალბათ წლებია უსმენთ, თუმცა ავტომობილებში მათი გამორჩეული გემოვნების შესახებ შესაძლოა ჯერ არაფერი გსმენიათ. და ამის გაგების შემდეგ, დიდი ალბათობით, მათ კიდევ უფრო მეტად დააფასებთ.
ლეიდი გაგა
პოპ-მომღერლის ავტოფარეხში მრავალ რეგულარულ და ყოველდღიური გამოყენების მოდელსაც შევხვდებით, თუმცა ყურადღებას რამდენიმე უიშვიათესი ერთეული იქცევს. მათ შორისაა: restomod '67 Ford Bronco, მესამე თაობის Chevrolet El Camino, Lincoln Continental-ი და არარესტავრირებული Mercedes-Benz 300D. გაგას კოლექციაში 1969 წლის Chevrolet Nova SS და ასევე 1993 წლის F-150 Lightning-იც საპატიო ადგილს იკავებს.
რიკ როსი
ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავის ავტოფარეხი ძვირად ღირებული ავტომობილების ნამდვილი საცავია. აქ არის ყველაფერი რაც ფუფუნებას ხაზს უსვამს: Rolls-Royce-ით დაწყებული, Mercedes-Maybach-ით დასრულებული. თუმცა გამორჩეული ადგილი El Camino-ს ბაზაზე შექმნილ ამ „მონსტრს“ უკავია, რომელსაც ზემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ.
ბრაიან ჯონსონი
AC/DC-ის წევრის ავტომობილებისადმი სიყვარული კარგად ცნობილი ფაქტია. სწორედ მისმა სატრანსპორტო ექსცენტრიკულობამ ჯონსონს სიაში ღირსეული ადგილი მოუპოვა. ლეგენდარული როკ-ჯგუფის ფუძემდებლის ავტოფარეხში ასევე ლეგენდარულ ავტომობილებს შეხვდებით: 1973 წლის Citroën DS23 Pallas-ი, 1965 წლის Lola T70 Mk1, 1928 წლის 4.5-ლიტრიანი Bentley Vanden Plas Le Mans Tourer-ი და ა.შ.
will.i.am
ავტომობილში სოლიდური გემოვნებით ამერიკელი რეპერი და Black Eyed Peas-ის წევრიც გამოირჩევა. უილიამ ჯეიმს ადამს ჯუნიორს კარგად ესმის, რომ მანქანები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება. ასევე მოდი ისიც არ დავივიწყოთ, რომ რეპერმა, $1 მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ ეს მოდერნიზებული „მუტანტი“ Volkswagen Beetle შეექმნა.
ჯასტინ ბიბერი
ჯასტინ ბიბერზე ალბათ პირველი Ferrari-ის შავ სიაში მისი ღირსეული „წევრის“ სტატუსი გახსენდებათ. მაგრამ, ამას ცნობილი მომღერალი ნამდვილად არ შეუზღუდავს და ავტომობილების გამორჩეული კოლექცია შეექმნა: თქვენ წინაშეა Lamborghini-ის, Range Rover-ისა და G-wagen-ის არაერთი მოდელი და რაც მთავარია, Cadillac CTS-V, მანქანა, რომელმაც ავტომოყვარულთა ყურადღება გამოჩენის დღიდან მიიპყრო. ცოტა ხნის წინ ბიბერმა Rolls-Royce Wraith-იც შეუკვეთა, რომელიც Rolls-Royce 103EX კონცეპტუალური ავტომობილითაა შთაგონებული.
მაილი საირუსი
მიუხედავად იმისა, რომ მომღერლისა და მსახიობის ავტომობილების კოლექციის უდიდესი ნაწილი საკმაოდ ჩვეულებრივია - Porsche Cayenne GTS, Mercedes-Benz ML 450 და Tesla Model S - ის ფაქტი, რომ მან Chevrolet Camaro ZL1-ის შეძენა გადაწყვიტა, ვარსკვლავს მნიშვნელოვან ქულებს მატებს.
ლარი ჯუნი
ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი სწრაფი მანქანების მოყვარულია. მის კოლექციაში თანამედროვე ავტოინდუსტრიის შედევრებს, Ferrari F8 Spider და 992 თაობის Porsche 911 GT3-ს შეხვდებით, თუმცა კლასიკაც აქვეა: მათ შორის Fox-ის ბაზაზე დაფუძნებული ASC McLaren Mustang და C4 Corvette, რომლებიც ასევე მისი ალბომის გარეკანებს ამშვენებს.
Wiz Khalifa
რეპერი კლასიკური ავტომობილების თვითგამოცხადებული კოლექციონერია. Wiz Khalifa აშკარად, ლეგენდარული ვინტაჟური Chevy-ის შეგროვებისკენაა მიდრეკილი. მის ავტოფარეხს ხელუხლებელი 1956 წლის Chevrolet Bel Air, მესამე თაობის Impala lowriders და 1969 წლის Chevelle SS ragtop-ი ამშვენებს.
ჯეიმზ ჰეტფილდი
Metallica-ს წამყვანი ვოკალისტი 1930-იან, 40-იან და 50-იან წლებში წარმოებული ავტომობილების ერთ-ერთი გამორჩეული კოლექციონერია. მის კოლექციაშია შავი მარგალიტის სახელით ცნობილი 1948 წლის Jaguar Mk4 და სპეციალური შეკვეთით დამზადებული The Aquarius-ი, რომელიც 1934 წლის Packar-ის ბაზაზე შეიქმნა და კლასიკური ექსტერიერის მიღმა LS3-ის ძრავას მალავს.
Neil Young
ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ადამიანი, რომელსაც Rockin' in the Free World-ი ეკუთვნის, ავტომობილებშიც გემოვნებით გამოირჩევა. მის საკუთრებაშია ისეთი მანქანები, როგორებიცაა 1947 წლის 1947 Buick Roadmaster Sedan-ი და 1950 წლის Plymouth Special Deluxe. მომღერლის ავტოფარეხში ამ ცნობილ მოდელებთან ერთადაა ელექტრომოდიფიცირებული 1959 წლის Lincoln Continental-იც.