მერსედესი, მერსედეს ბენცი, პორშე, ბენტლი, ასტონ მარტინი
Aa
Aa

Mercedes-Benz-ის აპარტამენტები დაახლოებით $1 მილიონი ღირს

თუ მხოლოდ ძვირად ღირებული Mercedes-ით მგზავრობა თქვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაშინ, ეს მდიდრული აპარტამენტები, რომლებსაც გერმანული ავტომწარმოებელი აშენებს სწორედ თქვენთვისაა. Mercedes-Benz-ის საცხოვრებელი კომპლექსი მაიამიში მდებარეობს და ისინი ორ, 67-სართულიან კოშკშია მოქცეული. პირველი მათგანი უკვე თითქმის სრულად გაიყიდა.


მიუხედავად ავტომწარმოებლებს შორის მზარდი კონკურენციისა, მაიამის მასშტაბით კომპლექსები ააშენონ, მოთხოვნა ძვირად ღირებულ აპარტამენტებზე კვლავ მაღალი რჩება. ცნობისთვის, ამ თამაშში ჩართვა Porsche-ს, Bentley-ისა და Aston Martin-საც სურს. Tower 1-ის 100 საცხოვრებელი ერთეული სულ რაღაც ოთხ დღეში გაიყიდა, ახლა კი, გასაყიდად Tower 2-ის ბინებია გამოტანილი.


საცხოვრებელი კომპლექსი 2.5 მილიონი კვადრატული ფუტის ფართობს მოიცავს. პროექტზე Mercedes-Benz-მა სამშენებლო კომპანია JDS Development Group-თან ერთად იმუშავა. კომპლექსშია 800-მდე აპარტამენტი, სტუდიოს ტიპის ბინებით დაწყებული, სამოთახიანი საცხოვრებლებით დასრულებული. Mercedes-Benz Places-ის სივრცე ასევე მოიცავს გასართობ, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონას, საოფისე სივრცეს და ა.შ.

მაცხოვრებლებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ სახურავზე კერძო სივრცით, რომელიც აერთიანებს 16 მეტრის  საცურაო აუზს და Silver Arrows-ით შთაგონებული დიზაინს.


გასაკვირი არ არის, რომ ბინების ფასი საკმაოდ მაღალია. Miami Residential Group-ის თანახმად, სტუდიები $800 000-დან, ერთოთახიანი ბინების ფასი $1.2 მილიონიდან, ოროთახიანი ბინა $1.5 მილიონიდან, ხოლო სამოთახიანი საკუთრება $2.7 მილიონიდან იწყება. სავარაუდოდ, პირველი მაცხოვრებლები კომპლექსში 2027 წელს გადავლენ.

მსგავსი სიახლეები