ვინ რამდენი მექანიკა გაყიდა გასულ წელს?
მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელები ავტოენთუზიასტთა შორის პოპულარობას არ კარგავს. თუმცა რეგულაციების მკაცრდება და კომპანიებსაც მათთან მორგება უწევთ. შედეგად, მცირდება წარმოებაც და გაყიდვებიც. ამის მიუხედავად, გასულმა წელმაც დაადასტურა, რომ რამდენიმე მოდელი ენთუზიასტებს კვლავ გამორჩეულად უყვართ. მაგალითად, 2024 წელს ყველაზე გაყიდვადი მექანიკა Honda Civic-ი იყო. გასული 12 თვის განმავლობაში, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე 17 424 Civic-ი გაიყიდა - შესაბამისად, წლის განმავლობაში სრულად გაყიდული მოცულობის (242 005) 7.2%.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მონაცემებს თუ ჯამში რამდენი მექანიკური ტრანსმისიის მქონე ავტომობილი გაყიდა თქვენთვის ცნობილმა ავტომწარმოებელმა 2024 წლის განმავლობაში. რამდენიმე კომპანიის, მათ შორის Ford-ისა და Jeep-ის შემთხვევაში, მონაცემები უცნობია.
Acura
Integra: 19.8%
3-სატერფულიანი Integra-ს გასული წლის გაყიდვები მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სხვა მოდელებში საპატიო ადგილს იკავებს. მიუხედავად გასული წლის შემდეგ შემცირებისა, გასულ წელს Acura-მ თავისი 5 000-მდე ერთეული მექანიკის გაყიდვა მოახერხა.
BMW
M2: 50%; M3: 20%; M4: 15%; Z4: 65%
გერმანული კომპანია იმ იშვიათ ავტომწარმოებელთა შორის იყო, რომელმაც 2024 წელს ახალი მექანიკური მოდელი, Z4 M40i Edition Handschalter Package დაამატა. ამ გადაწყვეტილებამ, რეალურად, გასულ წელს Z4-ის გაყიდვების ზრდას შეუწყო ხელი. იმავდროულად, BMW M მექანიკური ვერსიების გაყიდვებს სტაბილურად ინარჩუნებს. წარმოდგენილი პროცენტული მაჩვენებლები დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 2023 წელს იყო.
Cadillac
CT4-V Blackwing: დაახლოებით 50%
CT5-V Blackwing: დაახლოებით 50%
Chevrolet Camaro-სთან გამომშვიდობების შემდეგ, Cadillac-ი GM-ის ერთადერთი ბრენდია, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელებს სთავაზობს. ამ შემთხვევაშიც, მონაცემები წინა წლებთან შედარებით თითქმის უცვლელია.
Honda
Civic: 7.2%
როგორც უკვე გითხარით, ენთუზიასტებისთვის გასული წლის რჩეული მოდელი Civic-ი იყო და ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მსგავსი შედეგები დაფიქსირდა. 2025 წლის ფეისლიფტი უკვე გზაშია და მხოლოდ შეგვიძლია დაველოდოთ, თუ რა მოხდება მომავალში.
Hyundai
Elantra N: დაახლოებით 30%
Hyundai-ის ერთადერთი მექანიკა ავტომოყვარულთა რჩეულ მოდელებს შორისაა. უახლესი ფეისლიფტი კვლავ 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, თუმცა ავტომწარმოებელი მის 7-სიჩქარიან, dual-clutch-ის ვერსიასაც გვთავაზობს. საინტერესოა ისიც, რომ Elantra N-ის მექანიკის გაყიდვები მზარდია და ის 2024 წლისთვის 25%-დან 30%-მდე გაიზარდა.
Lotus
Emira V-6: 86%
წლების ლოდინის შემდეგ, 2024 წელს ავტომწარმოებელმა ამერიკული ბაზრისთვის Emira-ს მიწოდება დაიწყო. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, მხოლოდ Emira V-6-ის ვერსიაშია წარმოდგენილი და როგორც Lotus-ი ამტკიცებს, მოდელის საერთო გაყიდვების 86%-საც აღწევს.
Mazda
Miata: დაახლოებით 70%
Mazda-ს შემთხვევაში მონაცემები მხოლოდ Miata-ს გაყიდვებზე გვაქვს. თუმცა ავტომწარმოებელი Mazda3-ს მექანიკური ვერსიის შეთავაზებასაც განაგრძობს. რაც შეეხება Miata-ს მისი მექანიკური ვერსიების გაყიდვებიც გაზრდილია და 60%-დან 70%-ს აღწევს.
Pagani
Utopia: 70%
გასულ წელს, Pagani-მ განაცხადა, რომ გლობალურად, მისი მომხმარებლების 70% არჩევანს 7-სიჩქარიანი მექანიკის სასარგებლოდ იღებდა. კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით, იგივე ხდება მხოლოდ ამერიკის ბაზრის შემთხვევაშიც. სადაც მისი მიწოდება მხოლოდ გასული წლის მაისში დაიწყო.
Porsche
718 Boxster / Cayman: 43%
911: 37%
Porsche-სთვის ეს საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესია. მექანიკური ვერსიების შესაძენად მისი მომხმარებელი ასტრონომიული თანხების გადახდისთვისაც კი მზადაა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი რიცხვები მხოლოდ 3-სატერფულიან მოდელებს არ ეხებათ. ცნობისთვის, ავტომწარმოებელი 911 S/T-ის მხოლოდ მექანიკურ ვერსიებს გვთავაზობს, სხვა მოდელებისგან განსხვავებით, რომელთაც ორივე ვერსიაში შეიძენთ.
Subaru
BRZ: 77.8%; WRX: 86.7%
ამ მოდელების საერთო გაყიდვებშიც, მექანიკური ვერსიების წილი საკმაოდ მაღალია. საინტერესოა, რომ BRZ-ის შემთხვევაში მაჩვენებელი თითქმის სტაბილურად ნარჩუნდება, მაშინ, როდესაც WRX-ის გაყიდვები 74%-დან 86%-მდე გაიზარდა.
Toyota
GR86: 53%; GR Corolla: 97%; GR Supra: 65%; Tacoma: 2%
Toyota რეიტინგში საკმაოდ ბევრი მოდელითაა წარმოდგენილი. მათ შორის, მექანიკური ვერსიების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალი GR Corolla-ს შემთხვევაშია. მაგრამ, სანამ Tacoma-ს 2%-ს შეიცხადებდეთ, იმასაც გეტყვით, რომ რაოდენობრივად ეს საკმაოდ სოლიდური შენაძენია, რადგან Tacoma-ს საერთო გაყიდვებმა გასულ წელს 192 813 ერთეულს მიაღწია.
Volkswagen
Jetta: 6% (GLI 38%); Golf GTI: 41%; Golf R: 52%
სამწუხაროდ, 2024 წელი ბოლოა, როდესაც Golf GTI-ისა და Golf R-ის მექანიკური ვერსიები ვიხილეთ. თუმცა, ამ მოდელებმა, კომპანიის გაყიდვებში გასულ წელს საკმაოდ კარგი როლი ითამაშა. რაც შეეხება Jetta-ს მისი გაყიდვები 3%-ითაა დავარდნილი, თუმცა იზრდება GLI-ის მექანიკური ვერსიის შემთხვევაში.