ავარია, კვლევა, კრუიზ-კონტროლი, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, საინტერესო ინფო
Aa
Aa

ადაპტური კრუიზ-კონტროლი ავარიების რისკს ზრდის | კვლევა

თანამედროვე მანქანები, უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, არამხოლოდ ამცირებენ მძღოლებისთვის ავტომობილის მართვით გამოწვეულ სტრესს, არამედ მანქანებში უსაფრთხოების დონესაც აუმჯობესებენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველა შემთხვევაში ასე არაა. ახალი კვლევის თანახმად, კრუიზ-კონტროლს უფრო მეტი ზიანის გამოწვევა შეუძლია, ვიდრე მძღოლებისთვის სარგებელი მოაქვს.

ნიდერლანდელი მკვლევრების მიერ მიღებული შედეგები გლობალური მასშტაბით მოგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა და ავარიულ სიტუაციებში, მძღოლის დამხმარე ავტომატური სისტემების (ADAS) ეფექტურობას იკვლევს. ანგარიში ავტომობილის 28 სპეციფიკურ ფუნქციაზეა ფოკუსირებული, როგორებიცაა საბურავების წნევის მონიტორინგი, ნავიგაციის სისტემა, კამერები, ბრმა წერტილის აღმოჩენისა და აქტიური უსაფრთხოების, მათ შორის ავტომატური დამუხრუჭების ტექნოლოგია.

სისტემები საბოლოოდ ურთიერთქმედების ოთხი დონის მიხედვით დაიყო:

-           საინფორმაციო სისტემები - კონტროლის დაბალი დონე და აქტუალობა.

-           გამაფრთხილებელი სისტემები - დაბალი კონტროლი და მაღალი გადაუდებლობა.

-           ინტერვენციული სისტემები - მაღალი კონტროლი და მაღალი აქტუალობა.

-           კომფორტის გამაძლიერებელი სისტემები - მაღალი კონტროლი და დაბალი აქტუალობა.

რეალურ სიტუაციებში კვლევამ აჩვენა, რომ პირველ სამ შემთხვევაში, სისტემები ან ეფექტს არ გვაძლევს, ან ამცირებს ავარიების შესაძლებლობას. მაგალითად, მძღოლის მონიტორინგის სისტემამ ავარიების მაჩვენებელი 14 პროცენტით შეამცირა.

სტანდარტული და ადაპტიური კრუიზ-კონტროლი იყო ერთადერთი სისტემა, რომელიც ავარიის შესაძლებლობას ზრდიდა. სტანდარტული კრუიზ-კონტროლის შემთხვევაში, ავარიის რისკის შესაძლებლობა 12%-ით, ხოლო ადაპტირებულის შემთხვევაში 1.8%-ით იზრდებოდა. ერთმა კონკრეტულმა მონაცემმა ადაპტაციური კრუიზისთვის 8 პროცენტით ზრდაც დააფიქსირა, თუმცა სხვა მოხსენებებმა აჩვენა, რომ მას რისკის მცირედით შემცირება შეუძლია.

როგორც ალბათ თქვენც მიხვდით, ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი მეტწილად მძღოლის ყურადღების გაფანტვა უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით სტანდარტულ კრუიზ-კონტროლს შეეხება. საჭის მართვისას, გარკვეული მოვალეობების „შემსუბუქებამ“ შესაძლოა მძღოლის მხრიდან გარშემო არსებული სიტუაციის აღქმადობა შეასუსტოს.

 

მსგავსი სიახლეები