ავარია, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, შევროლეტი კორვეტი სი6
Aa
Aa

C6 Corvette ზუსტად 5 წუთში დაიმტვრა | პირველი გასეირნება კატასტროფით დასრულდა

ძლიერი უკანა ამძრავი სპორტული ავტომობილის მართვა მარტივი ნამდვილად არაა, თანაც რთულ პირობებში და განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საჭესთან ახალგაზრდა და გამოუცდელი მძღოლია. ამ და სხვა მიზეზებისადა გამო, კაშკაშა წითელი ფერის C6 Chevrolet Corvette-ს არ გაუმართლა და ახალი მფლობელის ხელში, პირველივე გასეირნებისას დაიმტვრა.

Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ახალმა მფლობელმა Corvette-ის შესაძენად სესხი აიღო. ავარიის დროს ისინი სწორედ ბანკში, ჩეკის გასანაღდებლად მიდიოდნენ. თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რადგან ახალმა მფლობელმა აჩქარების სატერფულს საჭიროზე ძლიერად დააჭირა, კონტროლიც დაკარგა და ავტომობილების სავალი ნაწილიდანაც გადავიდა. გზის სავალი ნაწილიდან გადახვევის შემდეგ, Corvette-ი ბალახებში გადავარდა. 

უკან მომავალი ავტომობილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს მომენტი, თუ როგორ კარგავს Corvette-ის უკანა ბორბლები მოჭიდებას. ავტომობილი უკონტროლოდ მოცურდა, გზის გასწვრივ გვერდულად გასრიალდა და მხოლოდ შემდეგ მოახერხა გაჩერება. საბედნიეროდ, სხვა მანქანები არ დაზიანებულა. თუმცა Corvette გზიდან გადასვლის შემდეგ რამდენიმე ხეს შეეჯახა, რამაც მნიშვნელოვანი დაზიანებებიც გამოიწვია. შედეგი სახარბიელო ნამდვილად არაა. ავტომობილის კორპუსის დიდი ნაწილი ან დაკაწრულია, ან დაბზარული.

კადრებში ისმის ერთ-ერთი პირის (სავარაუდოდ ახალი მფლობელის) კითხვა: „ეს რამდენი დაჯდება?“. კითხვაზე კი, ვიდეოშივე ვიღაც სწრაფად პასუხობს: "სავარაუდოდ $3 000-მდე". ამ ეტაპზე დაზიანების ხარისხის შეფასება ადრეა, თუმცა ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუ Corvette-ის კორპუსს გარკვეული ნაწილების შეკეთება და ჩანაცვლება დასჭირდება. 

მსგავსი სიახლეები