მოდიფიცირება, მაზდა, მაზდა მიატა, მაზდა ემექს-5 მიატა, მაზდა ემექს-5
Aa
Aa

საუკეთესო სიჩქარეების გადამრთველი Mazda MX-5-ისთვის

Mazda MX-5 თანამედროვეობის ერთ-ერთი მოთხოვნადი სპორტული ავტომობილია, რომელმაც პოპულარობის შენარჩუნება დროის გასვლასთან ერთად მოახერხა. ახლა კი, აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანიამ Miata ავტომოყვარულთათვის კიდევ უფრო უკეთესი გახადა და შექმნა სიჩქარეების უნიკალური გადამრთველი, რომელიც MX-5-ის მახასიათებლებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

ცვლილებებზე Minottek-მა იმუშავა და მოახერხა, რომ ახალი გადამრთველი შეუფერხებლად ყოფილიყო ინტეგრირებული ორიგინალურ MX-5-ის ცენტრალურ კონსოლში. ნაკრები პრემიუმ მასალისგანაა დამზადებული, მათ შორისაა უჟანგავი ფოლადისა და ალუმინისგან. 



მსგავსი ტიპის სიჩქარეებში გადამრთველი ავტოინდუსტრიისთვის ახალი ნამდვილად არაა. მას წლების განმავლობაში იტალიელი ავტომწარმოებლების სუპერქარებში ვხვდებოდით. თუმცა მექანიკურ სპორტულ მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა, სიჩქარის გადამრთველები კი, მოძველდა. ამ ნაკრების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ იგი საჭირო ყველა ნაწილს მოიცავს და მორგებას მხოლოდ 1-2 საათი სჭირდება.

რაც, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავია Minottek-ის კომპლექტში, არის ის, რომ ის მანქანისთვის იაფ და არასაჭირო ხელსაწყოს სულაც არ წააგავს. პირიქით, Mazda MX-5-ის ინტერიერს უხდება და მძღოლისთვის ბევრად მოსახერხებელიცაა. Minottek-ის თანახმად, გადამრთველის შემუშავებაზე 200 საათზე მეტი დაიხარჯა.

გამომდინარე აქედან, ამ სიჩქარეების გადამრთველის ფასი არც თუ ისე დაბალია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ღირებულება $550-ია. თუმცა, თუ მართვისას იმ სიამოვნებას გავითვალისწინებთ, რომელსაც ის ავტოენთუზიასტ მძღოლებს ანიჭებს, მაშინ ეს ფასი არც თუ ისე ცუდია

მსგავსი სიახლეები