სამხედრო Hummer-ი eBay-ზე გასაყიდად გამოჩნდა
Aa
Aa

სამხედრო Hummer-ი eBay-ზე გასაყიდად გამოჩნდა

არ მოგეწონათ ელექტრო Hummer-ის იდეა? ამაზე რას იტყვით?  

General Motors-მა Hummer-ის ხასიათის გადარჩენა სცადა, მაგრამ, როგორც ჩანს ყველგანმავალი უფრო სრულიად ელექტრო სატვირთოს ფორმას მიიღებს და არა სუვის. არ მოგწონთ ეს იდეა? მაშინ ეს კონკრეტული Hummer-ი შეიძლება ის იყოს, რასაც ეძებთ.   

eBay-ის სიაში სამხედრო  Hummer-ი მოხვდა, რომელსაც მხოლოდ 1450კმ აქვს გავლილი და საინტერესო დამატებითი აღჭურვილობითაა. ის ამ ბოლო დროს თავიდანაა შეღებილი. აღჭურვილობა მოიცავს ყველაფერს დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღებით, დასრულებული LED მაშუქებით. სტერეო სისტემა და უკაბა ხედვის კამერაც აქვს.

გამყიდველის თანახმად, მანქანა 2002 წელს აიწყო. მას 6.5-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V8 ძრავა და 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. 190 ცხენის ძალასა და 515ნმ-ს გამოიმუშავებს. 129კმ/სთ სიჩქარეს ადვილად აღწევს.

ეს ავტომობილი Hummerkingz-მა განაახლა. კომპანია Hummer-ების განახლებასა და გარდაქმნაზეა ორიენტირებული. თუ ამისთვის ფული არ დაგენანებათ, კომპანია ნებისმიერი ფერისა და სპეციფიკაციის  მანქანას შემოგთავაზებთ.

გამყიდველი ამ სამხედრო Hummer-ში $52,500-ს ითხოვს, მაგრამ აუქციონი შეთავაზების გაკეთების საშუალებას იძლევა. ღირს ამ მანქანაში ამხელა თანხის გადახდა? ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

მსგავსი სიახლეები