მოდიფიცირება, ბიემვი, ბიემვი ემი, ბიემვი ემ8
Aa
Aa

სანამ საბოლოოდ გაქრება: თქვენ წინაშეა უფრო ძლიერი BMW M8

BMW M8-ის დასასრული ახლოვდება, თუმცა სანამ საბოლოოდ გაქრება, G-Power-ის გუნდმა მისი კიდევ უფრო ძლიერი ვერსიის წარდგენა გადაწყვიტა. ორკარიანი M8 Competition-ი 617 ცხენის ძალის გამომუშავებით, ბევრი ავტომოყვარულის რჩეულია, თუმცა შესაძლოა ამ G8M Hurricane RR-მა, 900 ცხენის ძალით, უფრო მეტი გულშემატკივარი შეიძინოს.

ეს მოდელი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისთვისაც ორკარიანი ავტომობილები პრაქტიკული არაა და მეტი სიმძლავრის მიღება ოთხკარიანი ვერსიებიდან სურს. თანაც, ეს შეთავაზება უფრო მიმზიდველია როდესაც საქმე M8 Gran Coupe-ს ეხება. 


G-Power-ის გუნდმა BMW-ის ორტურბინიანი 4.4-ლიტრიანი V8 ძრავა, განახლებების საშუალებით გააძლიერა, მათ შორის ალუმინის დგუშებისა და მაერთებელი საწევის გამოყენებით. გარდა ამისა, G-Power-მა ავტომობილის ინტერქულერებიც განაახლა და გამონაბოლქვი სისტემაც შეცვალა. პროგრამული რეგულირების შემდეგ, G8M-ს 330 კმ/სთ-ის მიღწევა შეუძლია.

G-Power-ის გუნდმა BMW-ის 21-ინჩიან ბორბლებს, წინ 285/30-სერიის საბურავები, უკან კი, 295/30 საბურავები დაუმაგრა. უცვლელად რჩება BMW-ის 15.7-ინჩიანი წინა სამუხრუჭეები, რომელსაც კარბონის კერამიკული განახლება აქვს. უცვლელია M8-ის 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და xDrive სრულამძრავიანი სისტემაც ხელუხლებელია და სავარაუდოდ, 1 049 ნიუტონ მეტრ მაბრუნ მომენტს  გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, ორკარიან M8-ს აირჩევთ თუ ოთხკარიან Gran Coupe-ს, G-Power-ი ახალ კორპუსსაც შემოგთავაზებთ, უფრო დიდი უკანა ფრთით, კარბონის ცხაურით, ახალი კაპოტითა და მანქანის კორპუსის სხვა რეგულირებადი ნაწილებით. ფასი ამ ეტაპზე უცნობია: თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში M8 Gran Coupe-ს ღირებულება $140 000-დან იწყება, 900 ცხენის ძალიანი ვერსია შედარებით ძვირი უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები