Bugatti Tourbillon-ის გიგანტური V16-ის უცნაური ჟღერადობა
ბევრის აზრით, Bugatti Tourbillon-ის საჭიროება რეალურად არც არსებობდა. Rimac-ის მიერ ბრენდის შეძენის შემდეგ, ოპონენტებისთვის კონკურენციის გასაწევად, Chiron-ის მემკვიდრე ელექტროვერსიის შექმნაც საკმარისი იქნებოდა. თუმცა Rimac-ის დირექტორს, მათე რიმაცს რაღაც განსაკუთრებული სურდა, ზუსტად ისეთი ჰიპერქარი, როგორიც Tourbillon-ია.
Tourbillon-ის პირველი საჯარო გამოჩენიდან დაახლოებით რვა თვე გავიდა, თუმცა მას შემდეგ, კომპანიას ჰიპერქარის განვითარება არ შეუწყვიტავს. სავარაუდოდ, ახალი Bug-ის მთავარი ნიშანი მისი გიგანტური 8.3-ლიტრიანი V16 იქნება, რომლის ჟღერადობის მოსმენის საშუალება, სულ ახლახან, მათე რიმაცმა თავად მოგვცა. ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეს ხმა, ცოტა არ იყოს უცნაურად და დამაბნევლადაც კი ჟღერს, თუმცა შეგიძლიათ თავადვე მოისმინოთ.
მოკლე ვიდეორგოლში, ჰიპერქარი ჯერ ტრასაზე გამოცადეს, შემდეგ კი უძრავ მდგომარეობაშია, თუმცა მისი ძრავის სრული დატვირთულობით მუშაობის ხმა მაინც მკაფიოდ ისმის. Bugatti Veyron-ისა და Chiron-ის W16 ძრავის მსგავსად, Tourbillon-ის 16 ცილინდრი წარმოქმნის ღრმა, დაბალი დონის ხმაურს. თუმცა, W16-ისგან განსხვავებით, ახალი Cosworth-ის ძრავა უფრო მგრძნობიარეა.
Tourbillon-ის დაპირებული სპეციფიკაციები მართლაც გასაოცარია. V16 ძრავა ბრუნავს 9 000 ბრ/წთ-მდე, რაც განსაკუთრებული მაჩვენებელია, ამ ზომის გზებზე ლეგალური ავტომობილისთვის. ჯამური სიმძლავრე 986 ცხენის ძალაა, სულ რაღაც ერთით ნაკლები ვიდრე Veyron-ის ქარხნული W16.
8.3-ლიტრიანი V16 ძრავას ჰიბრიდული სისტემა ავსებს, რომელიც დამატებით 789 ცხ.ძ-ს აწარმოებს. ერთობლივი სიმძლავრე კი, 1 775 ცხენის ძალას აღწევს. Bugatti-ის მტკიცებით, Tourbillon-ი 100 კმ/სთ-ს 2 წამში, ხოლო 200 კმ/სთ-ს დაახლოებით 5 წამში აღწევს. 400 კმ/სთ-ის მისაღწევად, ამ შეფასებებით, ჰიპერქარს 25 წამზე ნაკლები დასჭირდება.