Rezvani RR1: რეტრო რბოლებით შთაგონებული Porsche 911
Rezvani RR1-ის საკმაოდ გრძელი და ცვლილებებით სავსე ისტორია აქვს, რადგან კომპანიამ ეს მოდელი ჯერ თავდაპირველი სახით წარადგინა, შემდეგ კი, მისი ხელახალი სტილიც შემოგვთავაზა - ბევრად რეტრო დიზაინით. ახლა, ავტომობილის წარმოებაში უნდა ჩაეშვას, მისი გაშვება კი, ბაზარზე უკვე ზაფხულიდან იგეგმება.
კომპანია შედეგითაც კმაყოფილი დარჩა. Rezvani RR1 ეს კლასიკურ, Porsche 911-ის (992) ბაზარზე შექმნილი მოდელია, რომელსაც 935-ითა და Kremer-ის 1970-იანი წლების სარბოლო მანქანებით ინსპირირებული კარბონის რეტრო სტილის კორპუსი აქვს. ავტომობილი ერთგვარი ნაზავია ნოსტალგიური და თანამედროვე ელემენტების, უსაფრთხოებისა და კომფორტის. კომპანიის განცხადებით, ის პატივს სცემს წარსულის საკულტო ავტომობილების დიზაინს და ასევე თანამედროვეობის ბენეფიტებს.
ავტომობილის ძირითადი ნაწილი, გარდა კარისა, კარბონისაა. ამასთან ერთად, ფოტოებზე შეგიძლიათ რეტროსტილის მაშუქები, ვენტილირებადი წინა ფარები და მოდური უკანა ფრთაც დაინახოთ. მოდელი 21 და 22-ინჩიან ბორბლებზე დგას.
რეტროსტილის ავტომობილი, RR1 600, Porsche 911 Carrera T-ის ბაზაზეა შექმნილი და ენთუზიასტებზეა გათვლილი. ავტომობილი უკანა ამძრავი სისტემითა და 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. მისი საშუალებით, მანქანა 600 ცხენის ძალას ავითარებს. Rezvani RR1-ზე ექვს ან 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და PDK ვერსიაა ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება RR1 750-ს, ის Porsche 911 Turbo S-ის ბაზაზე შეიქმნა და 3.8-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილი 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, სრულად ამძრავია და PDK-გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. ეს კუპეს საშუალებას აძლევს, 0-დან 100-მდე სულ რაღაც ორ წამში აჩქარდეს.
გარდა შესრულებაზე ორიენტირებული ვარიანტებისა, სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს ავტომობილის სხვადასხვა ვერსიის მიღებაც შეუძლია: მათ შორის განსხვავებული გრაფიკებით, ექსტერიერის საღებავით, გადამრთველით და ა.შ.
წარმოება ლიმიტირებულია და მხოლოდ 50 ერთეულით შემოიფარგლება. Rezvani საკუთარ ვებ-გვერდზე შეკვეთებს უკვე იღებს. პირველი ხუთი მოდელის ფასი $195 000-დან იწყება. ცნობისთვის, ახალი Porsche 911 Carrera T-ს ფასი 134 000 დოლარიდან, 911 Turbo S-ის კი 230 400 დოლარიდან იწყება.