აუქციონი, პორშე 911, პორშე, პორშე 911 ეს/თი, პორშე ჯითი
Aa
Aa

ბოლო შანსი საუკეთესო 911-ის შესაძენად

2023 წელს, მოდელის მოდელის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Porsche-მ 911 S/T გამოუშვა. კომპანიამ ამ მოდელის მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობის, 1 963 ერთეულის წარმოების პირობად დადო. ერთ-ერთი მათგანი ამჟამად Porsche Cars North America-ს მიერ აუქციონზე იყიდება, რათა კალიფორნიის ხანძრით დაზარალებულებს დაეხმაროს.


S/T-ის მოდელს, GT3 Touring-ისა და GT3 RS-ის ელემენტები ავსებს, რაც ერთიანობაში მას ამჟამად გაყიდვაში მყოფ საუკეთესო, გზებისთვის ლეგალურ ავტომობილად აქცევს. 4-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რასაც 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ერთვის. მისი დებიუტისთვის, ეს მოდელი 992-ის თაობის ყველაზე მსუბუქი 911 იყო და მხოლოდ 1 400 კილოგრამს იწონიდა.


Porsche-მ ამ მოდელისთვის Shore Blue Metallic-ის ფერი აარჩია, ექსკლუზიურად S/T’s Design Heritage Package-დან და Ceramica საბურავებიც გამოიყენა. ამას ემატება ბრენდის კლასიკურ სტილში შესრულებული საჭე, სავარძლები, დისკები და ა.შ. შეთავაზებები მოიცავს წინა ღერძის ამწე სისტემას, გაფართოებული დიაპაზონის საწვავის ავზს, 90 ლიტრამდე ტევადობით, Bose-ის აუდიოსისტემას და ა.შ. 


ავტომობილს ასევე Porsche Design-ის შეკვეთილი საათი მოჰყვება, რომელსაც ყველა S/T მყიდველი იღებს, და მფლობელის manual-ი, რომელსაც ხელს ანდრეას პრეუნინგერი, Porsche-ს GT მოდელის ხაზის დირექტორი აწერს. ოდომეტრის მიხედვით, ავტომობილს სულ რაღაც 1 500 კილომეტრი აქვს გავლილი. 

ავტომობილის გაყიდვა 18 თებერვალს, RM Sotheby-ის აუქციონის ონლაინპლატფორმის საშუალებით დაიწყება. აუქციონის სახლმა გადასახადების აღებაზე უარი განაცხადა, რათა წითელი ჯვარის შემოსავალი მაქსიმალურად გაზარდოს. 911 S/T-ის საწყისი ფასი $291 650-ია. 

მსგავსი სიახლეები