BMW: 4-ცილინდრიანი M3-ისთვის საკმარისად კარგი არ არის
BMW M3-ის პირველი ვერსია, 4-ცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ძრავით, 1986 წელს გამოჩნდა. მეორე და მესამე თაობაში ის 6-ცილინდრიანმა ერთრიგა ძრავამ ჩაანაცვლა, მეოთხე თაობაში კი, V8-ც ვიხილეთ. ამის შემდეგ, გერმანელებმა ძრავა 6-ცილინდრიანამდე ჩამოიყვანეს. რა იქნება შემდეგში? – BMW-ის განცხადებით, იმავეს გაკეთება არ იგეგმება, რადგან 4-ცილინდრიანი ძრავა ტრასებზე „საშინელება“ იქნება.
„ჩვენ ერთი მხრივ ელექტრომობილების მიმართულებით განვითარებას განვაგრძობთ და ასევე, მომდევნო M3-ისთვის, ჩვენი, 6-ცილინდრიანი ძრავის შენარჩუნებაც გვსურს“, - განაცხადა BMW M-ის ხელმძღვანელმა ფრენკ ვან მილმა. მისმა განცხადებამ მრავალწლიან ჭორებსაც ბოლო მოუღო. სპეკულაციები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც Mercedes-AMG-მ C63-ში ჰიბრიდული სისტემა და 4-ცილინდრიანი ძრავა დააყენა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე 670 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს აღწევს 4 ცილინდრით ავტომობილმა ენთუზიასტთა გულების დაპყრობა მაინც ვერ მოახერხა. თანაც შეგახსენებთ, რომ ბოლო თაობის მოდელს ორტურბინიანი 4-ლიტრიანი V8 ეყენა. ის ნაკლებად ძლიერი იყო, თუმცა ბევრის მტკიცებით, უკეთესად ჟღერდა. თუმცა ვან მილის მტკიცებით, BMW-ის გადაწყვეტილება მათ კონკურენტთან არანაირ კავშირშია, ეს მხოლოდ M3-ის ტრასაზე შესრულებაზეა დამოკიდებული.
„ექვსცილინდრიანი, ისევე როგორც V8 ჩვენთვის საკულტო ძრავად რჩება. ის სრულყოფილად ერგება M3-ს - წონის განაწილების, სიმძლავრის და დინამიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება შემცირებას, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ტრასაზე M3-ის შესრულებას ვაქცევთ, M3 კი ძირითადად სწორედ ტრასებისთვის განკუთვნილი ავტომობილია“ - აღნიშნა BMW M-ის ხელმძღვანელმა.
კონკრეტული გეგმები BMW-ის აღმასრულებლებს არ გაუსაჯაროებიათ. თუმცა მათი წარმოთქმული ფრაზები არსებული გეგმისადმი ერთგულებას ხაზს უსვამს. საინტერესოა, რომ BMW-მ შემდეგ თაობაში M3-ის ელექტროვერსიის გამოშვებაც დააანონსა. ეს კი კომპანიის სტრატეგიას ემთხვევა, შესთავაზოს მომხმარებელს ერთი და იმავე მოდელის, როგორც ბენზინზე მომუშავე, ასევე ელექტრო ვარიანტები.