ავარია, სუპერქარი, ფერარი, ფერარი სპაიდერი, ფერარი ეფ8 სპაიდერი
Aa
Aa

დამტვრეული Ferrari F8 Spider-ი გზატკეცილზე გადაადგილდება

ლოს-ანჯელესის ქუჩებში უცნაური შემთხვევები და ძვირად ღირებული ავტომობილები არავის უკვირს. ასე, რომ Ferrari F8 Spider-ის ავარიაც გასაკვირი ამ ქალაქში არავისთვის უნდა ყოფილიყო. თუმცა საინტერესო ამ შემთხვევაში სხვა საკითხია. კონკრეტულად კი ის, რომ ავარიის შემდგომ ეს ავტომობილი კვლავ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა და თანაც, ამას პატრულის თხოვნით აკეთებდა.

ინციდენტი 2 თებერვალს, დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. Ferrari-ის მძღოლის თქმით, მან სხვა მანქანებისთვის გვერდის ავლა სცადა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და ბეტონის ცენტრის გამყოფს შეეჯახა. 

შემთხვევას სუპერქარი უვნებელი ნამდვილად ვერ გადაურჩა. პირიქით, დაზიანებები საკმაოდ მძიმეა: საქარე მინა ჩამსხვრეულია, კაპოტი დაზიანებული, მგზავრის მხარეს ორივე საბურავი კი მომძვრალი. ამის მიუხედავად, ოფიცერმა მძღოლს სთხოვა, მისი დამტვრეული Ferrari უახლოეს გზატკეცილამდე მიეყვანა. ამან კი, ნამდვილად უცნაური სანახაობა შექმნა.

გზატკეცილიდან გადასვლის შემდეგ, მანქანის დაზიანებები უფრო კარგად ჩანს: მათ შორის მოხრილი უკანა ბორბალი, ჩამსხვრეული წინა ბამპერი და გადაადგილებული მაშუქები. შეჯახების შედეგად მანქანის უსაფრთხოების ბალიშებიც გაიხსნა. უცნობია, თუ რა დაჯდება ამ მანქანის აღდგენა, თუმცა ფაქტია, საქმე დიდ ფინანსურ ხარჯთან გვაქვს. 

მსგავსი სიახლეები