ავარია, მატარებელი, სარკინიგზო ტრანსპორტი, ჯიპი, ჯიპ ჩეროკი, რამი
Aa
Aa

როგორ მოიქცევით, ლიანდაგზე მანქანის გაჩერება რომ მოგიწიოთ?

სარკინიგზო გადასასვლელებთან მომხდარი ავარიები განსაკუთრებით საშიშია. ერთ-ერთი ასეთი შემაძრწუნებელი ინციდენტი კი, ბოლოს, იუტაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. საბედნიეროდ, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ავტომობილის მძღოლმა ინციდენტამდე მანქანის დატოვება მოახერხა.

შემთხვევა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. როგორც ვიდეომასალებიდან ჩანს, სარკინიგზო გასასვლელთან გაჩერებულ Jeep Cherokee-ს უკნიდან Ram-ი ეჯახება. შეჯახების შედეგად, Jeep-ი ბარიერს ლახავს და ლიანდაგებთან ჩერდება, უკან დაბრუნებას კი ვერ ახერხებს, რადგან ჩამკეტი ბოძი ქვემოთ ეშვება. მძღოლმა სიტუაციის სიმძიმე მალევე გააცნობიერა, მანქანა რამდენიმე წამში დატოვა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლა გადაწყვიტა.

რამდენიმე წამში მატარებელიც გამოჩნდა და პირდაპირ, ჯიპის წინა მხარეს შეეჯახა. მატარებლიდან გადაღებულ კადრებში ისიც ჩანს, რომ ოპერატორმა გადაუდებელი მუხრუჭი გამოიყენა და საყვირის ხმაც გაისმა, თუმცა გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო.

იუტას სატრანზიტო ორგანოს (UTA) ინფორმაციით, ავარიამ მხოლოდ მატარებელს 100 000 დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა, რომ არ ჩავთვალოთ ჯიპის ან განადგურებული სარკინიგზო გადასასვლელის დაზიანება. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მძღოლის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს, რომელმაც წინ წასვლის მაგივრად, ჯერ ავტომობილის უკან დაძვრა შემდეგ კი მანქანის დატოვება არჩია. მათი თქმით, პანიკური სიტუაციების დროს, მსგავსი გადაწყვეტილებები გასაკვირი არ არის.

მსგავსი სიახლეები