მეორადი ავტომობილები, რომელთა გარბენს ყველაზე ხშირად იტყუებიან
მეორადი ავტომობილების შეძენისას ახალი მფლობელის მთავარი საფიქრალი არის ის, გაყალბებულია თუ არა ამ მანქანის კილომეტრაჟი. უახლესი კვლევის თანახმად, რეალურად, ყოველწლიურად ათასობით მყიდველი მოტყუებული რჩება, რადგან ბევრად მეტს იხდიან ავტომობილში, რომლის ღირებულებაც გარბენის გათვალისწინებით შედარებით ნაკლები უნდა იყოს.
ამ მიზეზით, carVertical-მა მეხუთე ყოველწლიური კვლევა გამოაქვეყნა, რათა დაადგინოს, თუ რომელი ბრენდებისა და მოდელების მანქანებზე იტყუებიან მფლობელები ყველაზე ხშირად გარბენს. პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაღალი კლასის ავტომობილებია. საშუალო კლასის ავტომობილებზე, მაგალითისთვის ფასის 20%-იანი ზრდა იგივე არაა, რაც მაღალი კლასის მანქანებისთვის, რომელთა გაყიდვასაც უფრო მაღალი შემოსავალი მოაქვს. აქედან გამომდინარე, მსგავსი მანქანებით თაღლითობის რისკებიც იმატებს.
არ არსებობს მანქანა, რომლის გარბენის გაყალბება არ შეიძლება, იქნება ეს ფიზიკური თუ ელექტრონული ოდომეტრი. თაღლითობა შედარებით მარტივდება, როდესაც მანქანა იმპორტირებულია, რადგან საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება დაადგინო, თუ რამდენი აქვს გარბენი ნაყიდ ავტომობილს.
carVertical-ის ანგარიშით, BMW 5-ის სერიის (ვერსია ან წელი არ არის მითითებული) გარბენს ყველაზე ხშირად აყალბებენ. საავტომობილო მონაცემთა ფირმამ ამ მოდელის შემთხვევაში გაყალბების 9.8%-იანი მაჩვენებელი გამოავლინა. მეორე ყველაზე ხშირი შემთხვევა გაყალბებების Audi A6-ის მეორად მანქანებზე მოდის - 7%-ით. შემდეგია BMW-ის მესამე სერია, 5.6%, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც Range Rover-ის ყველა მოდელის შემთხვევაში.
მეორე მხრივ, მყიდველთა მოტყუების შანსი ბევრად დაბალია ისეთი მოდელებისთვის, როგორებიცაა Volkswagen Tiguan (0.9%), Mercedes A-Class (0.8%) ან Mercedes GLE (0.6%). თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ განსხვავება წარმოუდგენლად მაღალია. ყველაზე დიდი მაჩვენებელი Mercedes V-Class-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, საშუალოდ ამ მოდელზე 261 495 კილომეტრს იტყუებიან, შემდეგაა Opel Astra 235 174 კმ და Audi A6 - 188 344 კმ.