რეიტინგი, ელექტრომობილი, გაყიდვები, ტესლა მოდელ 3, ტესლა მოდელ უაი, რენო კლიო, დაჩია სანდერო, ფონცვაგენ გოლფი, ფიატ პანდა, პეჟო 208
Aa
Aa

ყველაზე პოპულარული მანქანები | ევროპის ქვეყნების მიხედვით

2024 წელს, ევროპის კონტინენტზე, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Dacia Sandero (268 101 ერთეული, +14%) იყო, რომელსაც Renault Clio (216 317 ერთეული, +7%) და Volkswagen Golf (215 715 ერთეული, +17%) მოჰყვებოდა. გასულ წელს, რეგიონში სულ 12.91 მილიონი ახალი ავტომობილი დარეგისტრირდა, შესაბამისად 0.9%-ით მეტი ვიდრე 2023 წელს. ეს ზრდა ძირითადად ჰიბრიდებზე მოთხოვნამ განაპირობა.

ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი მატება ესპანეთში (7.1%) და გაერთიანებულ სამეფოში (2.6%) დაფიქსირდა, საფრანგეთსა და გერმანიაში კი, პირიქით, შესაბამისად 3.2%-ითა და 1%-ით დაეცა.


2024 წელს, იტალიაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ Fiat Panda იყო - ჯამში დაახლოებით 100 000 ახლად რეგისტრირებული მანქანით. შემდეგ მოდის Dacia Sandero, 60 380 გაყიდული ერთეულით, რასაც მოჰყვა Jeep Avenger-ი 41 184 რეგისტრაციით. გერმანიაში ყველაზე გაყიდვად მოდელებს შორის Volkswagen-ის ავტომობილები ერთპიროვნული ლიდერები არიან: პირველ ადგილზე Golf (100 183 ერთეული), მეორეზე T-Roc (75 398 ერთეული) და მესამეზე Tiguan-ია (67 057 ერთეული).

იმავე წელს, საფრანგეთის შემთხვევაში კვლავ შიდამწარმოებლები დომინირებდნენ. ყველაზე ხშირად რეგისტრირებული ავტომობილების სამეული აქ ასე გამოიყურებოდა: Renault Clio (91 435 ერთეული), Peugeot 208 (88 918 ერთეული), Sandero (75 978).

თუმცა ესპანეთში ყველაზე პოპულარული მოდელი იყო Dacia Sandero (32 994 ერთეული), შემდეგ Toyota Corolla (22 124 ერთეული) და მხოლოდ მესამე ადგილზე იყო ესპანური ავტომობილი Seat Ibiza (22 021 ერთეული). რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, აქ ფავორიტი Ford Puma იყო (48 340 ერთეული), რომელსაც Kia Sportage (47 163 ერთეული) და Nissan Qashqai (42 418 ერთეული) მოჰყვება.

საინტერესოა ნორვეგიის შემთხვევა. ნორვეგიაში, ახლად რეგისტრირებული 128 700 ავტომობილიდან, 114 400 ელექტრომობილი იყო. შედეგად, გასულ წელს რეგისტრირებული ელექტრომობილების წილი, 82%-დან 89%-მდეა გაზრდილი. ყველაზე გაყიდვადი Tesla Model Y და Tesla Model 3 იყო.

წარმოგიდგენთ, ევროპის ქვეყნების მიხედვით ყველაზე გაყიდვად მოდელებს:

ქვეყანა

მოდელი

2024 წელს გაყიდული

ავსტრია

Volkswagen Golf

8,670

ბელგია

BMW X1

15,328

ბულგარეთი

Skoda Octavia

1,956

კვიპროსი

Kia Stonic

-

ხორვატია

Skoda Octavia

4,131

დანია

Tesla Model Y

10,473

ესტონეთი

Skoda Octavia

-

ფინეთი

Toyota Corolla

-

საფრანგეთი

Renault Clio

91,435

გერმანია

Volkswagen Golf

100,183

საბერძნეთი

Toyota Yaris Cross

-

ირლანდია

Hyundai Tucson

4,679

იტალია

Fiat Panda

99,871

ნიდერლანდები

Tesla Model Y

-

პოლონეთ

Toyota Corolla

20,000

პორტუგალია

Dacia Sandero

7,760

გაერთიანებული სამეფო

Ford Puma

48,340

ჩეხეთი

Skoda Octavia

-

რუმინეთი

Dacia Logan

14,974

სლოვაკეთი

Skoda Octavia

-

სლოვენია

Renault Clio

-

ესპანეთი

Dacia Sandero

32,994

შვედეთი

Tesla Model Y

14,992

ნიდერლანდები

Tesla Model Y

19,058

უნგრეთი

Suzuki Vitara

7,000

 

 

მსგავსი სიახლეები